28 ივლისი, 2013
ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად
ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. 
ჯანჯაფილს, იმავე კოჭას, ძველთაგანვე იყენებენ კულინარიაში. ზოგან მისგან უგემრიელეს ლიმონათსაც კი ამზადებენ, თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ჯანჯაფილის დახმარებით შეიძლება, სასურველი წონა დაიბრუნო.

ჯანჯაფილის ნაყენი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დადებითად მოქმედებს კანზე.
ჯანჯაფილის ჩაის შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი თვისება აქვს. ყოველი ჭამის წინ ერთი ფინჯანი ჩაის დალევით,
თქვენ მკვეთრად შეამცირებთ მიღებული საკვების რაოდენობას, ჯანჯაფილი არა მარტო კლავს შიმშილის გრძნობას, არამედ აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ისევე როგორც ნებისმიერი დიეტის დროს, გახსოვდეთ, ჯანჯაფილის ჩაი ერთი ხელის მოსმით 20 კილოგრამს ვერ მოგაცილებთ. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა, აკონტროლოთ კვების პროცესი. უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე (ფასტ-ფუდი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი). სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ პარალელურად ფიზიკური ვარჯიშითაც დაკავდებით.

მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გახდომისთვის?
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

ჯანჯაფილის ჩაი

1-1,5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით 200 მილიგრამი წყალი და ნელ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სამჯერ დღეში ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ ჯანჯაფილი მწვანე ან შავ ჩაიშიც დაუმატოთ.

ჯანჯაფილის ჩაი ნივრით

უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.

ჯანჯაფილის ჩაი გვირილით

გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი და დაუმატეთ ჯანჯაფილი. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზედმეტ წონასთან ბრძოლას.

იმბირის ჩაი ლიმონითა და დარიჩინი

უკვე მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, ფორთოხალი ან ნებისმიერი სხვა ციტრუსი და ერთი ჩხირი დარიჩინი, დააყენეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით.

ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით

წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაის მირთმევა ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.

გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ:

გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და მიირთვათ. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ - ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.

ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

არ არის სასურველი საკვებად 6 გრამზე მეტი ნედლი ჯანჯაფილის მიღება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯანჯაფილის მიღება დაუშვებელია. თუ კუჭის აშლილობამ ან გულის რევის შეგრძნებამ შეგაწუხათ, დღეში 2-4 გრამი ჯანჯაფილი გიშველით.
შეეცადეთ, ჯანჯაფილი ძილის წინ არ მიირთვათ - მატონიზებელი თვისების გამო შეიძლება, სათანადოდ ვერ მოისვენოთ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნათი
ორი თვე ვსვამდი, მოვიმატე უარესად...სისულელეა...
00:36 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ორი თვის მანძილზე ვსვავდი დღეში სამჯერ...ერთი გრამი არ დამაკლებინა. ჩემთან ერთად ხუთი გოგო დაჯდა ამ დიეტაზე, იმათთანაც უშედეგოდ.....არ აკლებინებს ჯანჯაფილი(იმბირი) წონაში, ეა უბრალო რეკლამაა მის გასაყიდად. მწარე მაგრამ არომატული სასმელია
09:42 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
რამდენი ხანი შეიძლება ამ ჩაის მიღება,ორი კვირა ერთი თვე თუ მეტი?
23:41 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფატი
მე ვიყიდე დაფქვილი ჯანჯაფილი გუდვილში. თუ იცით ვინმემ ეგ როგორ გამოვიყენო?
00:40 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამს
ერთი კილო 12-14 ლარი
23:41 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანოსჟურნალი
ჯანჯაფილის ჩაი ნამდვილად უგემურია, მაგრამ აი სალათებში ან ხორცის/ბოსტნეულის მოთუშვის დროს თუ დაამატებთ არის ნამდვილად უგემრიელესი:) წყარო: http://goo.gl/9Oya5N
22:37 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სმარტის ქსელში იყიდება და ჯინჯერი აწერია. ძალიან ეფექტურია. ნაყენს ვასხამ თერმოსში და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვსვამ კვებებს შორის. თუ ძალიან გაგიჭრდებათ დალევა, ნახევარი კოვზი სუფთა თაფლი დაუმატეთ, ანეიტრალებს სიმწარეს რაც ჯინჯერს აქვს და სასიამოვნო გემოსაც აძლევს. :)
19:21 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რა ღირს იქნებ მითხრათ?
19:12 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
იმბირი რუსულად, ქართულად ჯანჯაფილი ანუ კოჭა.... უნდა იცოდეთ ბოლქვები ნედლ მდგომარეობასში ჭამის მადას აღვიძებს მისი ნაყენი კარგია გაცივების და სურდოს დროს ხოლო ხმელი ძირებია მადის მოსაკლები და შესაბამისად წონაში დასაკლები, მხოლოდ ნელი ეფექტი აქვს
16:39 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანდრესიტო
იმბირი რუსულია, ხოლო ქართულად – კოჭა ჰქვია. კარტოფილისმაგვარი ბოლქვებია, რომელიც მასიურად ალაგია „კარფურ–გუდვილის“ მსგავს ჰიპერმარკეტებში და უკვე გაიზიარა ქატოს ბედი. ასე ვართ ქართველები, რაღაცას ავიტაცებთ, მერე გადაგვავიწყდება. არადა, სისტემატური გამოყენება იძლევა ეფექტს. კოჭა ძალიან აგემრიელებს კერძებს, ისევე როგორც მიხაკ–დარიჩინი. ასე რომ, დავერიეთ ქართველებო!!!
16:22 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS