28 ივლისი, 2013
ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად
ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. 
ჯანჯაფილს, იმავე კოჭას, ძველთაგანვე იყენებენ კულინარიაში. ზოგან მისგან უგემრიელეს ლიმონათსაც კი ამზადებენ, თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ჯანჯაფილის დახმარებით შეიძლება, სასურველი წონა დაიბრუნო.

ჯანჯაფილის ნაყენი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დადებითად მოქმედებს კანზე.
ჯანჯაფილის ჩაის შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი თვისება აქვს. ყოველი ჭამის წინ ერთი ფინჯანი ჩაის დალევით,
თქვენ მკვეთრად შეამცირებთ მიღებული საკვების რაოდენობას, ჯანჯაფილი არა მარტო კლავს შიმშილის გრძნობას, არამედ აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ისევე როგორც ნებისმიერი დიეტის დროს, გახსოვდეთ, ჯანჯაფილის ჩაი ერთი ხელის მოსმით 20 კილოგრამს ვერ მოგაცილებთ. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა, აკონტროლოთ კვების პროცესი. უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე (ფასტ-ფუდი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი). სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ პარალელურად ფიზიკური ვარჯიშითაც დაკავდებით.

მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გახდომისთვის?
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

ჯანჯაფილის ჩაი

1-1,5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით 200 მილიგრამი წყალი და ნელ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სამჯერ დღეში ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ ჯანჯაფილი მწვანე ან შავ ჩაიშიც დაუმატოთ.

ჯანჯაფილის ჩაი ნივრით

უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.

ჯანჯაფილის ჩაი გვირილით

გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი და დაუმატეთ ჯანჯაფილი. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზედმეტ წონასთან ბრძოლას.

იმბირის ჩაი ლიმონითა და დარიჩინი

უკვე მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, ფორთოხალი ან ნებისმიერი სხვა ციტრუსი და ერთი ჩხირი დარიჩინი, დააყენეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით.

ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით

წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაის მირთმევა ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.

გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ:

გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და მიირთვათ. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ - ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.

ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

არ არის სასურველი საკვებად 6 გრამზე მეტი ნედლი ჯანჯაფილის მიღება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯანჯაფილის მიღება დაუშვებელია. თუ კუჭის აშლილობამ ან გულის რევის შეგრძნებამ შეგაწუხათ, დღეში 2-4 გრამი ჯანჯაფილი გიშველით.
შეეცადეთ, ჯანჯაფილი ძილის წინ არ მიირთვათ - მატონიზებელი თვისების გამო შეიძლება, სათანადოდ ვერ მოისვენოთ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ეტო
რამდენი ხანი შეიძლება სვა ჯანჯაფილი უკვე ხომ არ ექნება
13:35 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკი
მანანა,რამდენ ხანში დაიკელით 20 კილოგრამი?მე ასე ვსვამ:1 ჩაის კოვზ გახეხილ ჯანჯაფილს ვასხამ 250 გ ადუგებულ წყალს შეგრილების შემდეგ გადავწურავ და ვსვამ მთლიანად საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.აუცილებელია რომ ვადუგო?
14:01 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გემოსთვის ხრენი და გარციცა ჯობია,უფრო ნაცნობია,დასაკლებად ნალლები ჭამაა საჭირო
10:17 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დასალევად ძალიან მწარეა და შეიძლება დავატკბოთ?
01:33 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
სად შევიძინო ნედლი ჯანჯაფილი?
13:38 / 17-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთო
მაქვს დაპქვილი კოცჰა და არის დზ მწარე როგორ მოვამზადო ვერ მეტყვიტ?
23:25 / 12-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მართლაც აჩქარებს მეტაბოლიზმს,მე დამეხმარა და დაახლოებით 20 კილო დავიკელი. ვიყენებდი ნედლ ჯანჯაფილს, ვასხამდი ადუღებულ წყალს თერმოსში და ვსვამდი, ახლაც სიამოვნებით ვსვამ..ამაღლებს იმუნიტეტს. რა თქმა უნდა ვაკონტროლებდი კვბის პროცესში კალორიებსაც და ასევე ვარჯიშობდი კიდეც.საერთოდ ძალიან მაგარი პროდუქტია.
03:55 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ადრე რომელიღაც საიტზე წავიკითხე, რომ კოჭა, იმბირი, სპირტზე დამზადებული არის ძალიან კარგი ასთმისთვის, ამოვიწერე მაგრამ სანამ მე კოჭა შევიძინე რეცეპტი დამეკარგა იქნებ ვინმე დამეხმაროთ, მახსოვს მხოლოდ ის რომ 400გრამი კოჭას უნდა დავასხათ სპირტი და ორი კვირა დავდგათ ბნელ ადგილას,მარა არ მახსოვს რამდენი სპირტი უნდა დავასხათ ან მერე რამდენი უნდა დავლიოთ , თუ ვინმემ იცით და მომწერთ დიდ მადლობას მოგახსენებთ
13:12 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნელი
მე ვგებულობ ორი კვირაა და უკვე ვგრზნობ სჰედეგს
20:30 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვერ გავიგე მარტლა რეკლამაა თუ?
11:13 / 15-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS