28 ივლისი, 2013
ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად
ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. 
ჯანჯაფილს, იმავე კოჭას, ძველთაგანვე იყენებენ კულინარიაში. ზოგან მისგან უგემრიელეს ლიმონათსაც კი ამზადებენ, თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ჯანჯაფილის დახმარებით შეიძლება, სასურველი წონა დაიბრუნო.

ჯანჯაფილის ნაყენი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დადებითად მოქმედებს კანზე.
ჯანჯაფილის ჩაის შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი თვისება აქვს. ყოველი ჭამის წინ ერთი ფინჯანი ჩაის დალევით,
თქვენ მკვეთრად შეამცირებთ მიღებული საკვების რაოდენობას, ჯანჯაფილი არა მარტო კლავს შიმშილის გრძნობას, არამედ აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ისევე როგორც ნებისმიერი დიეტის დროს, გახსოვდეთ, ჯანჯაფილის ჩაი ერთი ხელის მოსმით 20 კილოგრამს ვერ მოგაცილებთ. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა, აკონტროლოთ კვების პროცესი. უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე (ფასტ-ფუდი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი). სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ პარალელურად ფიზიკური ვარჯიშითაც დაკავდებით.

მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გახდომისთვის?
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

ჯანჯაფილის ჩაი

1-1,5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით 200 მილიგრამი წყალი და ნელ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სამჯერ დღეში ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ ჯანჯაფილი მწვანე ან შავ ჩაიშიც დაუმატოთ.

ჯანჯაფილის ჩაი ნივრით

უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.

ჯანჯაფილის ჩაი გვირილით

გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი და დაუმატეთ ჯანჯაფილი. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზედმეტ წონასთან ბრძოლას.

იმბირის ჩაი ლიმონითა და დარიჩინი

უკვე მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, ფორთოხალი ან ნებისმიერი სხვა ციტრუსი და ერთი ჩხირი დარიჩინი, დააყენეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით.

ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით

წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაის მირთმევა ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.

გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ:

გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და მიირთვათ. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ - ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.

ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

არ არის სასურველი საკვებად 6 გრამზე მეტი ნედლი ჯანჯაფილის მიღება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯანჯაფილის მიღება დაუშვებელია. თუ კუჭის აშლილობამ ან გულის რევის შეგრძნებამ შეგაწუხათ, დღეში 2-4 გრამი ჯანჯაფილი გიშველით.
შეეცადეთ, ჯანჯაფილი ძილის წინ არ მიირთვათ - მატონიზებელი თვისების გამო შეიძლება, სათანადოდ ვერ მოისვენოთ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
keti
Sad shevidzinot es janjafili?
10:49 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
იზა ჩემო კარგო,მე ვსვავ 1 იანვრიდან უკვე,საგრძნობლად მეტყობა..აიგე 1,5 ლიტრი წყალი აადუღე,გადმოდგი ცეცხლიდან ჩაყარე შიგ წყალში 1,5 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი.დაამატე 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ლიმონის ცედრა და ერთი ლიმონის გამოწურული წვენი.....მიიღე ჭამის წინ 20 წუთით ადრე....
16:00 / 12-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ძალიან დავინტერესდიიი..მინდა შევიძინოო ჯანჯაფილააა...სად და როგორ დამაკვალიანედ--გორში თუა შესაძლებელიიი.....?g
19:54 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
იზა
მე ვიყიდე ხმელი დზირები და დაპქულს ვასხამ ადუგებულ წყალსს და მიტხარიტ სწორად ვაკეტებბ ტუ სხვანაირად უნდა გავაკეტო, დზალიან გტხოვტ გამომეხმაურეტ როგორ უნდა გავაკეტო ხმელი დზირებიიი როო დავლიოო, ვაკეტებ ტუარა სწორად
14:57 / 21-09-2014
გამოხმაურება / 0 /
გულო
დზალიან კარგია ჯანჯაპილიიი რადგან ცჰემი ახლობელი სვამდა და დზალიან დაიკლო 25ტი კილოო დდაგდო 7ტვესჰი და მე მჯერა რომ ჯანჯაპილი ნაგდადდ კარგია ტქვენი სასურველი წონის დასაგდებად მაგრამ ამავე დროს დიეტაზე ტუ დადგებიტ და ტეტრ პურს ამოაგდებტ რეჯიმიდან კარგი იქნებაა ამავე დროს ექვსის მერე ნუ სეცამტ
22:54 / 04-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
სად შევიძინო ჯანჯაფილი? ბათუმში როგორ მოვამზადო დაფქული კოჭა?
16:22 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
დაფქული საფქული მაქვს და გამომადგებაა?
23:26 / 06-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მაქვს დაფქქული და გამომადგება?როგრ მოვამზადოო?
23:24 / 06-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
6 კვირაა ვსვამ, მაგრამ უშედეგოდ, იქნებ ვინმემ რამე რჩევა დადოს, როგორ იკლებენ და რა დოზებს იღებენ? ველი პასუხს......
19:01 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ვსვამდი მწვანე ყავასთან ერთად 1 თვე,მოვიმატე 2 კილო,ეხ რეკლამავ ძალსა შენსა....
13:21 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS