14 ივლისი, 2015
როგორ გამოდევნოთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები
1. ვაშლი და დარიჩინი - საუკეთესო საშუალება დეტოქსიკაციისთვის

1 ც ვაშლი დაჭერით თხლად და დაასხით 500 მლ სუფთა წყალი, დაუმატეთ 1 ჩ.კ დარიჩინი, ჩააციეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში. საუკეთესოა მონელებისა და ნივთიერებათა ცვლისთვის.

2. თაფლი და ლიმონის წვენი

2 ს.კ ლიმონის წვენი გახსენით 200 მლ თბილ წყალში. დაუმატეთ 1 ჩ.კ ნატურალური თაფლი და ცოტაოდენი ჯანჯაფილის სუნელი.
მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. აგავსებთ ენერგიით, მოგიწესრიგებთ მომნელებელ სისტემას.

3. კოჭას სასმელი

ცოტაოდენი ახალი კოჭას ფესვი (3 – 4 სმ) კარგად
გაასუფთავეთ და დაჭერით მცირე ზომებად. დაასხით 1 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაუწურეთ. გაგრილების შემდეგ , დაუმატეთ ცოტა დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 100 – 150 მლ.

4. ჭარხლის წვენი

წვენის მოსამზადებლად გამოიყენეთ 1 ც ჭარხალი, 2 ვაშლი და 4 ღერო ნიახური. მიიღეთ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს), 1 სუფრის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5. გამაჯანსაღებელი კოქტეილი

1 ც ფორთოხალი, 1 ც ლიმონი და 1 ც სტაფილო. დაასხით 100 მლ მინერალური წყალი. სასმელი დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მოგიხსნით დაღლილობას.

6. კიტრი დანიახური

დააბლენდერეთ 1 კიტრი და 1 შეკვრა ნიახური. დაუმატეთ 300 მლ წყალი. მიიღეთ დღის განმავლობაში, შესანიშნავია მძიმე დღის შემდეგ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS