სჯობს ხერხემლის ვარჯიშები გააკეთოთ მცირე რაოდენობით, მაგრამ მუდმივად. გახსოვდეთ ასევე ლოგინის სწორი პარამეტრების შესახებ: საკმაოდ მაგარი ლეიბი და ასეთივე ბალიში.
სისტემაში სულ 6 ვარჯიშია.
ვარჯიში 1.
ხელისგულები დაიდეთ შუბლზე ისე, რომ ერთი მეორეს ფარავდეს. შუბლზე ხელისგულების დაწოლით რიგრიგობით გააკეთეთ თავის დახრები მარჯვნივ 22-ჯერ და მარცხნივ 22-ჯერ.
ვარჯიში 2.
სწორად დადეგით, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ხელები გაწიეთ განზე. რიგრიგობით გააკეთეთ დახრები მარჯვნივ 12-ჯერ და მარცხნივ 12-ჯერ.
დადეგით ისევე, როგორც ვარჯიში 2-ის დროს. ამჯერად უნდა აბრუნოთ ტანი ორივე მხარეს 12-12-ჯერ.
ვარჯიში 4.
ეს ჩვეულებრივი დახრებია ხელით იატაკის შეხებით, მუხლები არ მოხაროთ. ვარჯიში გაიმეორეთ 22-ჯერ.
ვარჯიში 5.
ჩაჯექით და ხელებით ჩაეჭიდეთ რაიმე მყარს, მაგალითად საწოლის თავს. ამის შემდეგ ხელებზე დაყრდნობით უნდა გაღუნოთ ზურგი, აწიოთ მაღლა თავი და გაჭიმოთ კისერი. გაიმეორეთ 22-ჯერ.
ვარჯიში 6.
ხელები აწიეთ მაღლა და თითები ჩაჭიდეთ ერთმანეთს. ასეთ მდგომარეობაში ამოატრიალეთ ხელის გულები ისე, რომ უყურებდნენ ჭერს. შემდეგ ატარეთ თავის ზემოთ წინ და უკან (უკან გაჭიმეთ მაქსიმალურად) 22-ჯერ. თავი არ ატრიალოთ.
გახსოვდეთ, რომ ვარჯიშების დროს არ უნდა გადაიტვირთოთ!
კესო ლაღიძე