13 ივლისი, 2015
ტიბეტელი ბერების საიდუმლო - რისი მკურნალობა შეიძლება ბრინჯით
აიღეთ ჩვეულებრივი ბრინჯი, იმდენი სუფრის კოვზი, რამდენი წლისაც ხართ. გარეცხეთ, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ადუღებული წყალი, შემდეგ დაახურეთ და შედგით მაცივარში.

დილით გადაუწურეთ წყალი, ამოიღეთ 1 სუფრის კოვზი ბრინჯი და ხარშეთ 3-4 წუთს, უმარილოდ. მიირთვით დილით უზმოზე, ვიდრე 8-ის ნახევარი შესრულდება. დარჩენილ ბრინჯს კვლავ დაასხით ადუღებული წყალი და შედგით მაცივარში. ასე გაიმეორეთ ყოველ დილას.

საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ბრინჯის მარცვალს ბროლის სტუქტურა აქვს. როცა ვრეცხავთ ბრინჯს, ვაშორებთ სახამებელს, მარცვლის ზედაპირზე კი უჯრედები ჩნდება. ბრინჯის ფაფა
არა კუჭში, არამედ ნაწლავებში გადამუშავდება, მარცვალი კი ადსორბენტის ფუნქციას ასრულებს.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ არა მარტო გაჯანსაღდებით, არამედ გაახალგაზრდავდებით.
ერთი პირობით: ბრინჯის მიღების შემდეგ 3 საათის განმავლობაში არ შეჭამოთ და არ დალიოთ არაფერი. პროცედურის შემდეგ შეგიმსუბუქდებათ წელისა და კისრის ტკივილები.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვიკა
რას ნიშნავს "ბრინჯის მარცვალს ბროლის სტრუქტურა" აქვს?
18:54 / 14-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS