ზედმეტი წონის პრობლემა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა. არც ერთ ერს არ ჰქონია რაიმე ტიპის გახდომის საიდუმლო, რაც გსმენიათ მხოლოდ მითია.
პირველად დიეტა 1087 წელს ვილჰელმ დამპყრობელმა გამოიგონა. როცა სიმსუქნე გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდა, გადაწყვიტა საკვების ნაცვლად დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიეღო.
თანამედროვე დიეტის ბუმი მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყო. ამერიკელმა ლორი ფრეიზერმა შეაგროვა ინფორმაცია, თუ როგორ იკლებდნენ წონაში ჩვენი არც თუ ისე შორეული წინაპრები:
ვილიამ ბანტინგი თავის ნაშრომში "წერილი სიმსუქნეზე", გვამცნობს საკვების მავნებლობაზე, რომელიც შაქარსა და კრახმალს შეიცავს.
მან დაიკლო 20 კილოგრამი და ამხელს, რომ კარტოფილი და მაკარონი ორგანიზმში ცხიმად გადაიქცევა.
1980 წელი
გამოიცა 100-ზე მეტი წიგნი დიეტაზე. დიეტები წონაში სწრაფი კლების გარანტიას იძლეოდნენ.
1992 წელი
ვაშინგტონში, კონფერენციაზე, განიხილეს სიმსუქნის თემა, თუ რატომ აწუხებთ ამერიკელებს ბოლო ათწლეულის მანძილზე ჭარბწონიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად იცავენ დიეტას.
მაშ ასე! გთავაზობთ ყველაზე გიჟურ დიეტებს წარსულიდან:
1. ძმრის დიეტა:
დოკუმენტურად დამტკიცებული, დიეტის პირველი მიმდევარი იყო ლორდ ბაირონი.
ის აქტიურად ცდილობდა დაკლებას. უარი თქვა ხორცზე და ფიზიკური ვარჯიშით დაკავდა. შემდეგ მან დაიწყო საკვებზე ძმრის დამატება და მისი დალევა, რამაც საბოლოოდ სიკვდილამდე მიიყვანა.
ძმრის დიეტამ მეორედ აიდგა ფეხი 1970 წელს, ამერიკაში. მადის გასაქრობად ისინი, ჭამამდე რამდენიმე კოვზ ვაშლის ძმარს სვამდნენ. მოგვინებით კი დაასკვნეს რომ, ჭამამდე ერთი ჭიქა წყლის მიღებასაც იგივე შედეგი აქვს.
2. საღეჭი დიეტა
XX საუკუნის დასასრულს წონაში კლების საკუთარ სისტემას გვთავაზობს ექიმი გორას ფლეტჩერი. მან თქვა, რომ 18 კილოგრამი დაიკლო ღეჭვის მეთოდით. ექიმი თანამედროვეებს ურჩევს, რომ თითოელი ლუკმა- იქნება ეს ხორცი, ფაფა თუ წვენი 30-ჯერ მაინც უნდა დაღეჭო.
საღეჭი დიეტის პოპულარობამ პიკს მიაღწია.
3. ძილის დიეტა
ამ დიეტას " მზეთუნახავის დიეტასაც" ეძახიან. შიმშლისგან ტანჯვის ნაცვლად გძინავთ. უბრალოდ მიიღეთ საძილე აბი და დაწექით, ამ დროს წელის ზომა მცირდება, რადგან ორგანიზმი ხომ ვერ იღებს საჭირო ენერგიას.
1976 წელს ელვის პრესლიც კი ხელმძღვანელობდა ამ დიეტით. ამბობენ, ელვისი კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ასე "ისვენებდა", რომ თავის ლეგენდარულ, თეთრ შარვალში ჩატეულიყო.
4. ბანანის დიეტა
1934 წელს, ამერიკაში გამოიგონეს დიეტა, ტკბილეულის მოყვარულთათვის. გახდომის პროცესი დამოკიდებული იყო ბანანსა და ნაღებზე. თუმცა ეს დიეტა ეფექტური არ აღმოჩნდა.
5. ალკოჰოლის დიეტა
ყველაზე ძველი და სულელური დიეტა, რომელიც ვილჰელმ დამპყრობელს უკავშირდება.
6. ოქროს თევზის დიეტა
თევზის დეიტა პოპულარული იყო ამერიკაში, 1930 წელს. ადამიანები ცოცხლად ყლაპავდნენ თევზებს, იმ იმედით რომ თევზი შეჭამდა ადამიანის ზედმეტ წონას.
როცა ზოომაღაზიებში თევზები აღარ დარჩა, ექიმებმა მოუწოდეს მოსახლეობას, რომ შეჩერებულიყვნენ, რადგან ცოცხალი თევზის ჭამა საზიანოა ორგანიზმისთვის.
7. სიგარეტის დეიტა
სიგარეტს უკეთებდნენ რეკლამას, როგორც წონაში კლების და მოხდენილი ფიგურის დიდხანს შესანარჩუნებელ საშუალებას.
სლოგანი "აიღე სიგარეტი ტკბილეულის ნაცვლად" იმდენად გავრცელდა, რომ დღესაც სჯერა ზოგიერთს მისი.
8. დიეტა "რქები და ჩლიქები"
მას ასევე მოიხსნიებდნენ, როგორც "უკანასკნელი შანსის დიეტა".
1970 წლის ბოლოს რობერტ ლინმა გამოიგონა გასახდომი კოქტეილი, რომელიც რქების, ჩლიქების, კანის, ძვლების, მყესების და სხვა ნარჩენებისგან მზადდებოდა. კოქტეილმა თავის დროზე საკმაოდ კარგად გაართვა დავალებას თავი. ის 400 კალორიაზე ნაკლებს შეიცავდა. მალე ექიმი ლინის კოქტეილი ჯანმრთელობისთვის საზიანოდ ცნეს.
ანა ვერძაძე