11 ივლისი, 2015
როგორ გაუმკლავდეთ ცელულიტს სახლის პირობებში - 3 სკრაბი, რომელიც პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ
ცელულიტთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება სკრაბია, რომლის მომზადებასაც სახლის პირობებშიც შეძლებთ. ნიღაბი აშორებს კანის მკვდარ ნაწილებს და აუმჯობესებს პრობლემურ ადგილებში სისხლის მიმოქცევას.

შაქრის სკრაბი

შაქრის სკრაბი უნივერსალური და ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მხოლოდ გარკვეული კომპონენტის დამატება დაგჭირდებათ.
თუ მშრალი კანი გაქვთ, შაქარს დაუმატეთ მცენარეული ზეთი ან დამატენიანებელი კრემი. კანის გასათეთრებლად საკმარისია დაუმატოთ ლიმონის წვენი.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე და შვრიის ფანტელი. ასევე იდეალურია - შაქარს დაუმატოთ კაკაოს ფხვნილი.

ყავის სკრაბი

თუ არამარტო კანის
გაწმენდა, არამედ რუჯის ეფექტიც გსურთ, მაშინ დაგჭირდებათ ყავის სკრაბი. დაფქულ ყავას შეურიეთ ზეითუნის ზეთი და თაფლი.
რამდენიმე კოვზი ყავა შეგიძლიათ შეურიოთ ტანის გელსაც. ეფექტი იდეალურია.

სკრაბი ზღვის მარილით

ზღვის მარილის სკრაბი იდეალურია, არბილებს და ჭიმავს კანს. ცელულიტი კი კანქვეშ გაიწოვება.
ზღვის მარილი კვებავს კანს სასარგებლო მიკროელემენტებით. სკრაბის მომზადებისას, მას უმატებენ - მცენარეულ ზეთს ან თაფლს, დამატენიანებელ კრემს ან ტანის გელს.
მარილის გამოყენება დანამატების გარეშეც შეგიძლიათ, მაგრამ თუ მგრძნიბიარე კანი გაქვთ, სჯობს თავი შეიკავოთ.

1 რეცეპტი - აიღეთ 100 გრ ნატურალური თაფლი და დაუმატეთ იმავე რაოდენობის ზღვის მარილი. ეს სკრაბი ცელულიტთან ბრძოლის გარდა, დაგირბილებთ კანსაც.

2 რეცეპტი - 3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 3 ს.კ ზღვის მარილი, დაუმატეთ 5 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

3 რეცეპტი - 5 სუფრის კოვზ მარილს შეურიეთ 1 კოვში ზეითუნის ზეთი. მასას კი დაახეხეთ ლიმონის ან გრეიფრუტის კანი.

4 რეცეპტი - ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ შაქრისა და მარილის სკრაბი. 250 გრამ შაქარს დაუმატეთ 250 გრამი მარილი. დაასხით 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი, უმჯობესია ზეითუნის ზეთი.
სკრაბი აუცილებლად უნდა წაისვათ სუფთა კანზე - შხაპის მიღების შემდეგ. 5 წუთის განმავლობაში სკრაბით გაიკეთეთ წრიული მოძრაობები, უმნიშვნელოდ უნდა გაგიჩნდეთ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. სკრაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS