10 ივლისი, 2015
როგორ გაუმკლავდეთ სიცხეს - 3 მარტივი რჩევა, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ
სიცხის გადასატანად არსებობს 3 მთავარი საშუალება:

ცხელი ჩაი!

რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენი პირველი დამხმარე ჩაია! არ დალიოთ ძალიან ცხელი, მაგრამ არც ცივი - უმჯობესია უშაქროდ. სწორედ ჩაი დაგეხმარებათ სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში. ბევრად უკეთ მოქმედებს, ვიდრე სხვა გამაგრილებელი სასმელები.

ქუდი!

წესისამებრ, როცა გარეთ ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია, ცხვირიც არ უნდა გაყოთ, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ცხელ ზაფხულში ამ ფუფუნების საშუალება გვეძლევა. ამიტომ ყოველთვის თან ატარეთ: ქუდი, ბენდენა, ნაჭერი, პანამა და ა.შ. დაიხურეთ
ქუდი, რადგან ეს დაგიცავთ თავის გადახურებისა და მზის დარტყმისაგან.

ცვირსახოცი!

ყველამ კარგად იცის, რომ ცხელ დღეებში აუცილებელია დიდი რაოდენობით წყალი დალიოთ, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება მთავარი საჭიროება - შხაპის მიღება. რა თქმა უნდა ოფისსა და ქუჩაში ამის საშუალება არ გეძლევათ, თუმცა ცვირსახოცი ყველას ჯიბეში მოიძებნება - დაასველეთ და ტანზე წაისვით. ეს გაგრილების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა!

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS