1. ნახევარ ლიმონს გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის ზეითუნის ზეთი და 2 ს.კ. შაქარი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ ფეხის ტერფებში. შემდეგ შეიხვიეთ პოლიეთილენით და ჩაიცვით წინდა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კანი გახდება ნაზი და რბილი.
2. კოჟრებს (მაზოლებს) მოუხდება ხახვისა და ნიორის ნარევი. წვრილად დაჭერით და შებრაწეთ ღუმელში. ძილის წინ დაიდეთ კოჟრებზე და დააფიქსირეთ პლასტირით. ეს რეცეპტი
3. დახეთქილი ფეხის ქუსლებისთვის პომიდორი საუკეთესო საშუალებაა. დღეში ორჯერ დილა-საღამოს წაისვით ნახეთქები პომიდვრის ნაჭრით.
4. თაფლის და კარტოფილის კომპრესი. კანიანად მოხარშეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, რომელშიც იხარშებოდა კარტოფილი. მიღებულ ფაფას დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე, შეიხვიეთ პოლიეთილენით და ჩაიცვით წინდა. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ფეხის კრემი. კომპრესები გაიკეთეთ დღეგამოშვებით, სანამ ნახეთქები არ გაივლის.
5. ნაღების კარაქი ან ვაზელინი. ძილის წინ წაისვით პრობლემურ ადგილებზე კარაქი ან ვაზელინი და ჩაიცვით ბამბის წინდა. ასევე ნუ უგულებელმყოფთ ფეხის მასაჟს ნუშის ან ზეითუნის ზეთით.