07 ივლისი, 2015
რა იწვევს ფეხის კრუნჩხვას ღამით და როგორ ვუმკურნალოთ მას
ფეხის კრუნჩხვა მოულოდნელად ხდება და საკმაოდ არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებაა. ეს არის კუნთების სპაზმი, რაც გამოწვეულია ძილის დროს არასწორად წოლით, მაგნიუმის დეფიციტით ან ვარიკოზითა და დიაბეტით.

კუნთების ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადაციებამ, გადაღლილობამ. უმჯობესია სასწრაფოდ გაესინჯოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევები.

ფეხის კრუნჩხვის მიზეზი ასევე არის ფეხის ფარული ტრავმა, ნერვული დაავადებები, ანთებითი პროცესები. ამ შემთხვევაში პირველ რიგში მიმართეთ თერაპევტს და სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთეთ.

რაც შეეხება ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობას - დეფიციტი ჩნდება ფეხმძიმობისას, ხ
ანგრძლივი სტრესის დროს ან წამლების მიღების გამო. მიიღეთ ბევრი ვიტამინი და სპეციალური პრეპარატები მაგნიუმის შემცველობით.

რაციონში დაამატეთ ქინძი, კამა და ბაზილიკი. 100 გრ მწვანილი 700 მგ მაგნიუმს შეიცავს. მაგნიუმით მდიდარია ავოკადო, ლობიო, ოსპი, ხოლო 100 გრ შავი შოკოლადი 200 მგ მაგნიუმს შეიცავს.

მაგნიუმს დიდი გავლენა აქვს ტვინის მუშაობაზე, აგდებს სისხლის მაღალ წნევას და ნაღვლის ბუშტიდან გამოდევნის კენჭებს.

კრუნჩხვების დროს რეკომენდირებულია დადგეთ იმ ფეხის ქუსლზე, რომელიც გტკივათ. დაჭიმული კუნთები დაიმასაჟეთ ხელით. თუ კუნთის ტკივილი დაგრჩათ აუცილებლად შეიხვიეთ ფეხი ელასტიური დოლბანდით, ფეხის ტერფიდან მუხლამდე.

ყურადღება მიაქციეთ
კვებას და ივარჯიშეთ დილას. გაიკეთეთ ვანა, მასაჟი და ძილის დროს ჩაიცვით ბამბის წინდები. თუ სამსახურში დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, მაშინ ღამის კრუნჩხვები ვარიკოზული დაავადების სიმპტომია.

ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ხარისხს და მოგიწევთ უარი თქვათ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ირაკლი
შეგიძლიათ მიპასუხოთ რომელ ექიმს მივმართო უკვე 10 წელია საშინლად მაწუხებს ფეხების და ხელების გულის ხურება ასევე საშინელი დაჭიმულობა მყესების?
20:26 / 30-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS