მეორე, რკინაა - ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტია, და მესამე, ვიტამინი B2, რომელიც მონაწილეობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნაში. ამასთანავე სპილენძის და რკინის შეთავსება ერთ პროდუქტში სასიკეთოდ ვლინდება ორგანიზმით მათ შეთვისებაზე.
ავოკადო, როგორც თავისთავად, ასევე სხვა ხილსა და ბოსტნეულთან შეთავსებაში, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას და გამოიყენება კუჭის შეკრულობის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
გამაჯანსაღებელი ჯემის რეცეპტი:
ინგრედიენტები: ავოკადო, ლეღვის ჩირი,
ჩირი წინასწარ დაალბეთ და შემდეგ დააქუცმაცეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში. მწიფე ავოკადოს მოაცილეთ კანი და დაჭყლიტეთ კოვზით. ყველა ინგრედიენტი კატგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ შუშის ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში. სამკურნალო მიზნით მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო პროფილაქტიკისთვის - დღეში ერთხელ ვახშმის შემდეგ.
ავოკადოს კანი ჭიების საწინააღმდეგოდ. ძილის წინ 1 ავოკადოს კანი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი. ჭიქას დააფარეთ და დატოვეთ მთელი ღამით. დილით დალიეთ უზმოზე. ასე გაიმეორეთ 3 დღის მანძილზე.