06 ივლისი, 2015
პირველი დახმარება მზის დარტყმის დროს - როგორ გადავურჩეთ სიცხეს
მზის დარტყმა - ეს მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება სიცხეში მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად თავზე და კისრის ზედა ნაწილში.

სითბური დარტყმა
- ორგანიზმის საერთო დასიცხვის შედეგია, მათ შორის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ.
მზის და სითბური დარტყმის სიმპტომები: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი, მოდუნებულობა, მთქნარება, მძინარობა, სახის სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მომატება, შუილი ყურებში, ხშირი სუნთქვა, სისუსტე, თავბრუდახვევა.

მზის დარტყმის დროს შესაძლებელია კანის დამწვრობა, მძიმე შემთხვევაში კი - გულის წასვლა და კრუნჩხვები.

პირველი დახმარება მზის და სითბური დარტყმის
დროს:

1. გადაიყვანეთ დაზარალებული ჩრდილში, სუფთა ჰაერზე.

2. მოათავსეთ ნახევრადმჯდომიარე მდგომარეობაში.

3. გაანთავისუფლეთ მოჭერილი და სინთეტიკური სამოსისგან.

4. ცხვირთან მიუტანეთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონი.

5. თავი, კისერი და გულ-მკერდი გაუწმინდეთ გრილ წყალში დასველებული დოლბანდით.

6. დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე - წყალი, წვენი, კომპოტი.

7. თუ დაზარალებულის სხეულის ტემპერატურა მოზრდილებში 39˚ჩ და ბავშვებში 38˚ჩ მეტია, შეიძლება მისცეთ რომელიმე სიცხის დამწევი საშუალება.

ყურადღება!

• დააკვირდით, თუ სუნთქავს ავადმყოფი. სუნთქვის უქონლობის შემთხვევაში, დაიწყეთ ხელოვნური
სუნთქვის გაკეთება.

• შეუმოწმეთ პულსი. სისხლის მიმოქცევის შეჩერების შემთხვევაში, გაუკეთეთ გულის გვერდითი მასაჟი.

• სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის და გონების დარღვევის შემთხვევაში, კრუნჩხვების დროს, დაუყონებლივ გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS