06 ივლისი, 2015
შავი ცირცელის სამკურნალო ნაყენი, რომელიც სისხძარღვების პრობლემებს მოგიხსნით
თუ ოდესმე შეგიმჩნევიათ სხეულზე წითელი ვარსკვლავები ან თვალის თეთრი გარსის სიწითლე , უნდა იცოდეთ, რომ ეს სკდება პატარა სისხლძარღვები.

ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მაღალი წნევით, დიდი ფიზიკური დატვირთვით, მკვეთრი დახრით. მიზეზი შეიძლება მრავალნაირი იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - თქვენი სისხლძარღვები მტვრევადია და საჭიროებს გამაგრებას. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ შავი ცირცელი.

შავი ცირცელის წვენით და ნაყენით მკურნალობენ ათეროსკლეროზს, ჰიპერტონიას, სისხლძარღვების მტვრევადობას.

სამკურნალო ნაყენის მომზადება:

შავი ცირცელი გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი. რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 1 ლ წვენი.
შემდეგ 1 კგ კუნელის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.

გააციეთ ნახარში და გაწურეთ. დაამატეთ 1 ლ შავი ცირცელის ახალდაწურული წვენი და 1 ს.კ. თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ 50-50 მლ 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს. მკურნალობის კურსი - 1 თვე, შემდეგ 2 თვე შეისვენეთ და შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nani
რომელი კუნელი?შავი თუ წითელი.
18:28 / 06-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS