- არავითარ შემთხვევაში არ მოიფხანოთ!
- ქავილის და ანთებითი პროცესის მოსახსნელად ნაკბენის ადგილებზე წაისვით საბავშვო კრემი ან ანტისეპტიკური საშუალება.
- სოდიანი ხსნარი (1 ჩ.კ. 200 მლ წყალზე ). წაისვით ნაკბენის ადგილებზე 4-5-ჯერ დღეში.
- ძმრის და აბზინდას წვენის ნარევი პროპორციით 1:1.
- მიხაკის ზეთის და 95% სპირტის ნარევი პროპორციით 1:10.
- ნიშადურის სპირტის წყლიან ხსნარს (20 მლ 100 მლ წყალზე) დამატებული 50 მლ
კრაზანა და ფუტკარი. თუ ადამიანს არა აქვს ალერგია კრაზანას და ფუტკრის ნაკბენზე, ამ შემთხვევაში მკურნალობა არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში (გამონაყარი, სისუსტე, პირის და ყელის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა) უნდა დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.
- ფრთხილად ამოიღეთ ფუტკრის ნესტარი. შხამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არ გამორწყათ ნესტარი.
- დაიბანეთ დაზიანებული ადგილი წყლით და საპნით ან გაიწმინდეთ სპირტით და შემდეგ დაიდეთ ყინულის ნატეხი ან ცივი საფენი.
- ოხრახუშის ფოთლები კარგად გარეცხეთ და დანაყეთ სანამ არ გამოუვა წვენი. დაიდეთ დანაყული ფოთლები ნაკბენ ადგილზე ყოველ 2-3 საათში ერთხელ ტკივილის გაქრობამდე.
- ასფურცელას და მრავალძარღვას ახალი ფოთლები კარგად გარეცხეთ, ოდნავ დაკეპეთ და გაახვიეთ დოლბანდში. დაიდეთ ნაკბენ ადგილზე ყოველ 2 საათში ერთხელ.
- წაისვით დაზიანებული ადგილზე ცივი ზეითუნის ზეთი 4-5-ჯერ დღეში.
- დღეში რამდენჯერმე დაიდეთ ნაკბენ ადგილზე ახალი დაფნის ფოთოლი ან გახეხილი ხახვი.
- გარეცხეთ ალოეს ფურცელი, მოაცალეთ ზედა ფენა და რბილობი დაიდეთ ნაკბენზე.