უკვე რამდენიმე კვირაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეამჩნევთ, დროთა განმავლობაში კი მეტ შედეგს მიაღწევთ.
სასწაულმოქმედი ნიღაბის რეცეპტის მომზადება უმარტივესია.
1. აიღეთ 2-3 კოვზი ზღვის გამხმარი მცენარეები, რომლის შეძენაც აფთიაქში შეგიძლიათ. დაასხით 4-5 კოვზი ცხელი წყალი. არევისას მიიღებთ გლუვ მასას, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 5-10 წუთს. მნიშვნელოვანია, არ მოგივიდეთ ზედმეტი წყალი, რადგან ნიღბის სახეზე წასმა გაგიჭირდებათ.
2. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, საჭიროა ნიღაბს რამდენიმე წვეთი ლიმონი დაუმატოთ. მათთვის, ვინც კანის სიმშრალით იტანჯება, მცენარეული ზეთი ან ვიტამინი ა და ე გამოდგება.
3. შერეული მასა, მსუბუქი მოძრაობებით გადაინაწილეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 – 25 წუთს.
4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თუ პროცედურას კვირაში 3-4 ჯერ ჩაიტარებთ, მალევე იგრძნობთ, თუ როგორ ანათებს თქვენი ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანი.
ანა ვერძაძე