29 ივნისი, 2015
იცით, რომელი ზეთი უნდა გამოიყენოთ, პრიალა და ბზინვარე თმა რომ გქონდეთ?
სელის ზეთი - ატენიანებს მშრალ თმას, ანიჭებს ბზინვარებას, კვებავს თავის კანს. თუ თმის ნიღაბში სელის ზეთს დაუმატებთ, თმის ცვენას შეაჩერებთ.

მზესუმზირის ზეთი - გამოიყენეთ, თუ ბოლოჭამიები გაგიჩნდათ, თმა გამოგიშრათ. მზესუმზირის ზეთის ნიღაბი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის პერიოდში.

ქოქოსის ზეთი
- თუ თავს ხშირად იბანთ, იგი თქვენთვისაა შექმნილი. თმას უბრუნებს ბზინვარებას.

ნუშის ზეთი - აუცილებელია მათთვის, ვისაც თხელი და უსიცოცხლო თმა აქვს. ზეთი თავის კანში შეიზილეთ და სავარცხლით
თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.

ქაცვის ზეთი - გამოიყენეთ, თუ თმის ცვენა გაწუხებთ ან გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ. ქაცვის ზეთი თმას ბზინვარებასა და მოცულობას მატებს. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS