29 ივნისი, 2015
ცელულიტის დასამარცხებელი 5 კურსი, რომელიც წელსა და თეძოებზე რამდენიმე სანტიმეტრს მოგაკლებთ
დღეს გასახდომად ძალიან აქტუალურია შეფუთვის მეთოდები. მიუხედავად იმისა, რომ შვებულების სეზონი უკვე დაიწყო, ჯერ კიდევ მოასწრებთ მომზადებას, რათა პლიაჟზე მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.

მაშ ასე! შესაფუთად დაგჭირდებათ:

- საკვების შესაფუთი პარკი;
- 1-2 ს.კ მშრალი მდოგვი;
- 1 ს.კ ზეითუნის ზეთი;
- 1 ს.კ თაფლი;
- ტანის ლოსიონი.

შეათბეთ თაფლი 40 გრადუსზე. უნდა იყოს თბილი და არა ცხელი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მდოგვი, და კარგად აურიეთ. გადაინაწილეთ პრობლემურ ადგილებზე, შეიხვიეთ შესაფუთი ცელოფანით, გაეხვიეთ თბილ ნაჭერში და დაიცადეთ 40-60 წუთს (პროცედურის დროს არ
ჭამოთ და არ დალიოთ), ჩამოიბანეთ.

პროცედურის შემდეგ, მიიღეთ მარილიანი აბაზანა და წაისვით ტანის ლოსიონი. დილას შედეგით გახარებული დარჩებით.

პროცედურის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS