28 ივნისი, 2015
როგორ მოვამზადოთ თვალებიდან მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებები სახლის პირობებში
როგორც უკვე არაერთხელ არის ნათქვამი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღამე მაკიაჟის დატოვება. განსაკუთრებით ეს ეხება თვალების მაკიაჟს, ვინაიდან ეს მავნეა როგორც თვითონ თვალებისთვის, ასევე გარეგნობისთვის (დილით გაიღვიძებთ შეშუპებული თვალებით).

მაგრამ ხშირად ასეც ხდება, რომ გამგზავრებისას გვავიწყდება მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალების წაღება, ზოგიერთ ჩვენთაგანს კი არ უნდა მაღაზიაში ნაყიდი საშუალების გამოყენება, რადგან თვლის, რომ ის შეიცავს ბევრ ქიმიას.

როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, გთავაზობთ სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელ რამდენიმე ნატურალურ რეცეპტს.

1. 3 ს.კ. ბავშვის უცრემლო შამპუნი
1/3 ჩ.კ. საბავშვო ზეთი
1 ჭიქა ანადუღარი წყალი
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გადაასხით მდუღარე წყლით სტერილიზებულ შუშის ბოთლში. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

2.
50 მლ ნუშის და 5 მლ აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 10 მლ გვირილას და ღიღილოს ნაყენი (1-1 ჩ.კ. დააყენეთ 1/3 ჭიქა მდუღარე წყალზე 20 წუთი, გაწურეთ და რეცეპტისთვის ცალკე გადაიღეთ 10 მლ). გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

3.
ზეთი (ნებისმიერი მცენარეული). რა თქმა უნდა, ყველაზე კარგია ყურძნის წიპწების, ატმის, ნუშის, ზეითუნის ზეთები, მაგრამ თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი. დაასველეთ ბამბის ტამპონი ზეთში, რამდენიმე წამით დაიდეთ დახუჭულ თვალზე და ფრთხილად მოიშორეთ მაკიაჟი მასაჟური ხაზების მიხედვით.

4.
ვაზელინი იდეალური საშუალებაა წყალგამძლე ტუშის მოსაცილებლად. წაისვით წამწამებზე და რამდენიმე წამში, თვალებში მოხვედრის არიდებით, ფრთხილად მოიშორეთ ტუშთან ერთად.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS