მომზადება:
ყავის საფქვავში დაფქვით ხარისძირას ფესვი, ფხვნილის 10 გრამს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 10-15 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და გამოიყენეთ შემდეგი მალამოების რეცეპტებისთვის:
მალამო №1
1-1 ს.კ. კრაზანა და პიტნა აურიეთ ერთმანეთში. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთი და გაწურეთ. 2 ს.კ. ვაზელინი გაადნეთ წყლის აბაზანაზე, დაამატეთ გამზადებული მცენარეული ნაყენი და ბოლოს -
მალამო №2
1-1 ჩ.კ. ასფურცელა, კრაზანა და სალბი დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. 2 ს.კ. ვაზელინი გაადნეთ წყლის აბაზანაზე, დაამატეთ მცენარეული ნაკრები და ბოლოს - 2 ჩ.კ. ხარისძირას ფესვის ნაყენი. შეინახეთ მაცივარში. ართრიტის და პოლიართრიტის დროს შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.
მალამო №3
1-1 ს.კ. კრაზანა და ასფურცელა აურიეთ ერთმანეთში. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთი და გაწურეთ. 2 ს.კ. ლანოლინი გაადნეთ წყლის აბაზანაზე, დაამატეთ გამზადებული მცენარეული ნაყენი და ბოლოს - 1 ჩ.კ. ხარისძირას ფესვის ნაყენი. შეინახეთ მაცივარში. ოსტეოქონდროზისა და რადიკულიტის დროს შეიზილეთ მალამო მტკივნეულ ადგილებში.
კესო ლაღიძე