მკურნალობის სქემა დაახლოებით ასეთია:
1. გარეგანად გამოიყენება სახლის პირობებში დამზადებული ეფექტური მალამო:
50 გ გამხმარი ქრისტესისხლა, 50 გ გამხმარი კულმუხო (იკითხეთ ათიაქში, რუსული დასახელებაა - დევიასილი) და 50 აბი ასპირინი, დაფქვით ყავის საფქვავში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ ნარევს დაამატეთ 1 ლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და დატოვეთ დასაყენებლად 1 თვით. 3
მზა სამკურნალო ზეთი გაწურეთ და დაამატეთ ვაზელინი: 3 წილი ზეთი 1 წილ ვაზელინზე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში 2-3-ჯერ.
2. დიეტა:
საერთოდ გამორიცხეთ ალკოჰოლი, გაზიანი ქიმიური სასმელები, შემწვარი, მლაშე, ცხარე, პომიდორი და ხილი, რომელსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა.
3. ღვიძლის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფა:
მიიღეთ ფოსფოლიპიდები, სიმინდის ულვაშის ან ბაყაყურას ნახარში.
4. და ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი...
სანამ მეცნიერები კამათობენ იმის თაობაზე თუ რა არის ამ სენის მიზეზი: სტრესი იწვევენ გამწვავებას თუ გამწვავება იწვევს სტრესს, კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანოთ საკუთარი ნერვები - ფსიქოლოგიური ტექნიკით, მედიტაციით და ა.შ.
კესო ლაღიძე