26 ივნისი, 2015
ფსორიაზის მკურნალობა სახლის პირობებში - შემოწმებული რეცეპტით
დღესდღეობით ბევრს აინტერესებს კითხვა: ფსორიაზის სამკურნალოდ თუ არსებობს რაიმე ფიტოსაშუალებები? არსებობს, და საკმაოდ. მაგრამ მათი ეფექტურობა მდგომარეობს შეთავსებაში მკაცრ დიეტასთან და საკუთარ ხასიათზე სერიოზულ მუშაობაზე.

მკურნალობის სქემა დაახლოებით ასეთია:

1. გარეგანად გამოიყენება სახლის პირობებში დამზადებული ეფექტური მალამო:


50 გ გამხმარი ქრისტესისხლა, 50 გ გამხმარი კულმუხო (იკითხეთ ათიაქში, რუსული დასახელებაა - დევიასილი) და 50 აბი ასპირინი, დაფქვით ყავის საფქვავში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ ნარევს დაამატეთ 1 ლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და დატოვეთ დასაყენებლად 1 თვით. 3
დღეში ერთხელ შედგით გასაცხელებლად მიკროტალღურ ღუმელში (არ უნდა ადუღდეს!).

მზა სამკურნალო ზეთი გაწურეთ და დაამატეთ ვაზელინი: 3 წილი ზეთი 1 წილ ვაზელინზე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში 2-3-ჯერ.

2. დიეტა:


საერთოდ გამორიცხეთ ალკოჰოლი, გაზიანი ქიმიური სასმელები, შემწვარი, მლაშე, ცხარე, პომიდორი და ხილი, რომელსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა.

3. ღვიძლის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფა:

მიიღეთ ფოსფოლიპიდები, სიმინდის ულვაშის ან ბაყაყურას ნახარში.

4. და ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი...

სანამ მეცნიერები კამათობენ იმის თაობაზე თუ რა არის ამ სენის მიზეზი: სტრესი იწვევენ გამწვავებას თუ გამწვავება იწვევს სტრესს, კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანოთ საკუთარი ნერვები - ფსიქოლოგიური ტექნიკით, მედიტაციით და ა.შ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS