25 ივნისი, 2015
პოდაგრის მკურნალობა იოდითა და ასპირინით: 2 რეცეპტი
იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების კერას. სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი საკმაოდ საგრძნობია.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

რეცეპტი 1


იოდი - 10 მლ
ასპირინი -
5 აბი


იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშხვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

ყოველ დღე ძილის წინ წაისვით დაზიანებულ სახსრებზე ხსნარი, რის შემდეგ დაითბილეთ ეს ადგილი (ფეხებზე ჩაიცვით წინდები, ხოლო ხელებზე - ხელთათმანები). დილას ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. მკურნალობის კურსი - პოდაგრის სრულ გაქრობამდე.

რეცეპტი 2

იოდი - 10 მლ
ასპირინი - 2 აბი

1 ლიმონის ახალდაწურული წვენი

ყველაფერი მოამზადეთ და გამოიყენეთ იგივე წესით, როგორც წინა რეცეპტშია აღწერილი, ოღონდ იოდის და ასპირინის ხსნარს დაუმატეთ ლიმონის წვენი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ლაურა-ს
შარდმჟავას შემცველობა,რომ იმატებს სისხლში,იმ შემთხვევაში ჩნდება პოდაგრა.სისხლის ანალიზი უნდა გაუკეთოთ თქვენს შვილს და მერე ნეფროლოგთან წაიყვანოთ.დიეტის დაცვაც აუცილებელია.
22:52 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაურა
იოდის ბადე სველის პოდაგრას?ცჰემს გოგონას გაუცჰნდა და აცუხებს.ფეხსაცმელს დავაბრალეტ ვიცრო ქონდა და გვერდებსჰი აცჰერდა
22:17 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
Мзиа
Иодис гареше ту шеилеба нета чемтвис ар шеилеба иоди да ес падагра залиан мацухебс
19:59 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ნამდვილად ეფექტურია, მარტო იოდიც კი.
15:03 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ლიმონის წვენი საჭიროა თუ არ უნდაა?მეორე რეცეპტია სწორი თუ პირველი?
14:15 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
პოდაგრა არის ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოწვეული დაავადება, რომელსაც უმეტესად ტერფის პირველი თითის ტრამვულ დაზიანებაში ურევენ ამ უკანასკნელს კი იოდი არაფერს შველის გარდა სპეციალური სუპინატორების ან ქირურგიული ჩარევისა...(პირადად ვიკეთებ ამ ოპერაციას გაუსაძლისი ტკივილების გამო) http://www.foothealthfacts.org/footankleinfo/bunions.htm
12:46 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გულია
დგესჰი ნეტა რამდენჯერ უნდა წაისვა, კანს ხო არ დაწვავს.
12:20 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რამდენი წელია ყოველ ზაფხულს ვისვამ პადაგრაზე იოდის ბადეს.ძალიან ეფექტური რეცეპტია.ეხლა პროფილაკტიკისთვის ვაგრძელებ.
08:16 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ასპირინმა ვერ გამიტეტრა იოდი. და როგორ მოვიკცე....
22:39 / 25-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ინა
ნეტა ცოტა ტკივილს მაინც აქრობდეს :((( ფეხსაცმლის ჩაცმა კოშმარია :(((
20:35 / 25-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS