25 ივნისი, 2015
პოდაგრის მკურნალობა იოდითა და ასპირინით: 2 რეცეპტი
იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების კერას. სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი საკმაოდ საგრძნობია.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

რეცეპტი 1


იოდი - 10 მლ
ასპირინი -
5 აბი


იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშხვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

ყოველ დღე ძილის წინ წაისვით დაზიანებულ სახსრებზე ხსნარი, რის შემდეგ დაითბილეთ ეს ადგილი (ფეხებზე ჩაიცვით წინდები, ხოლო ხელებზე - ხელთათმანები). დილას ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. მკურნალობის კურსი - პოდაგრის სრულ გაქრობამდე.

რეცეპტი 2

იოდი - 10 მლ
ასპირინი - 2 აბი

1 ლიმონის ახალდაწურული წვენი

ყველაფერი მოამზადეთ და გამოიყენეთ იგივე წესით, როგორც წინა რეცეპტშია აღწერილი, ოღონდ იოდის და ასპირინის ხსნარს დაუმატეთ ლიმონის წვენი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ხათუნა
ეს მარტო შეიძლება ერთ ფეხზე გქონდეს და მეორეზე არა? მე ერთ ფეხზე მტკივა ზუსტად იმ ადგილას სადაც აქ ფოტოზეა ნაჩვენები.და ეს პადაგრაა თუ არა მაინტერესებს ვინმემ მიპასუხეთ გთხოვთ მინდა დროულად მივხსდო ფეხს. თანაც ეს ის ადგილი სადაც ტკივილს ვგრზნობ ცოტა გამოიბერა
02:05 / 05-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
დავიწყე გაკეთება და ვერ მეტყვით რამდენ ხანში შეიძლება შედეგი დავინახო?
18:32 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იოდის 10%-იანი ხსნარი გამოიყენება პოდაგრის დროს,ამზადებენ მარჯანიშვილის მოედანზე,ყოფილ #23 აფთიაქში.
15:46 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
---------------------------
ასპირინი რომელი ძველებური თუ ახლებური?
17:28 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოო
უფრო ეფექტური რამე იქნებ იცოდეს ვინმემ,საშინლად მაწუხებს,39 ს ვიცვამდი და ეხლა 41 იც მტკენს,თუ არადა ყველაგან ჩუსტით ხომ ვერ წახვალ,ეს კოლხიცინი ნეტა გამოუყენებია ვინმესდა ჰქონდა ტუ არა შედეგი
21:59 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რამდენ ხანს უნდა ვიხმარო ეს რეცეპტი
21:43 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
არსებობს პრეპარატი კოლხიცინი მე პირადად ამ პრეპარატიტ მოვირცინე პოდაგრა
13:46 / 28-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
იოდი 5% არსებობს. ასეტინაყენი იყიდება აფტიაქში.ეს ძველი მეტოდია.
15:47 / 27-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
იოდი რამდენ %-იანი უნდა იყოს ვერავინ მეტყვით??
09:59 / 27-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ოპერაცია საფრანგეთში გავიკეთე. მინდა გითხრათ ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაუსაძლისი ტკივიკით ხასიათდება, 2 წელი გავიდა პადაგრა უფრო მეტად გაიზარდა და ტკივილებიც უფრო მეტი მაქვს ვიდრე ოპერაციამდე, ანუ დიდად ოპერაციამ ვერ მიშველა
23:34 / 26-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS