25 ივნისი, 2015
პოდაგრის მკურნალობა იოდითა და ასპირინით: 2 რეცეპტი
იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების კერას. სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი საკმაოდ საგრძნობია.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

რეცეპტი 1


იოდი - 10 მლ
ასპირინი -
5 აბი


იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშხვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

ყოველ დღე ძილის წინ წაისვით დაზიანებულ სახსრებზე ხსნარი, რის შემდეგ დაითბილეთ ეს ადგილი (ფეხებზე ჩაიცვით წინდები, ხოლო ხელებზე - ხელთათმანები). დილას ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. მკურნალობის კურსი - პოდაგრის სრულ გაქრობამდე.

რეცეპტი 2

იოდი - 10 მლ
ასპირინი - 2 აბი

1 ლიმონის ახალდაწურული წვენი

ყველაფერი მოამზადეთ და გამოიყენეთ იგივე წესით, როგორც წინა რეცეპტშია აღწერილი, ოღონდ იოდის და ასპირინის ხსნარს დაუმატეთ ლიმონის წვენი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ხათუნა
არც ალკოგოლს ვიღებ, არც ცხიმიან საჭმელს, შემწვარ მოხრაკულზე ზედმეტია ლაპარაკი... სითხეს ვიღებ დიდი რაოდენობით, გენეტიკურია ჩემს შემთხვევაში... მინტერესებს ვინმეს თუ აქვს ოპერაცია გაკეთებული და ვის მირჩევთ...
05:12 / 01-06-2019
გამოხმაურება / 0 /
Tiki
Arvici ram gamoiwvia magram yvela fexsacmelis chacmaze problema maqvs.sagrdznoblad izrdeba da rtuldeba vxedav martlac tua iodi da aspirini kargi sashvaleba? An rame sxva kremi tu arsebobs :(
23:17 / 09-04-2018
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ასპირი რომელი? კონსერვებს რომ უმატებენ. თუ გაციებისთვის რომ გამოიყენებნ? მიპასუხეთ რა
21:14 / 11-08-2017
გამოხმაურება / 1 /
ია
კონსერვებს რომ უმატებენ
16:31 / 29-03-2018
ლეილა
წაისვით და დაითბილეთო... ალბათ, პირიქით-ჯერ უნდა დაითბილო და მერე წაისვა.
03:52 / 09-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ლილი
5%-იანი იოდი და მარილი იგივე რაოდენობით რამდენიც იოდია, შეანჯღრიეთ.ყოველ საღამოს წაისვით.მარტო იოდის წასმა ყოველდღე არაა კარგი, კანს წვავს.
12:50 / 08-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS