24 ივნისი, 2015
შოკოლადის ინტენსიურმა მიღებამ შესაძლოა გაგასულელოთ - შოკისმომგვრელი კვლევები
ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რამაც დაამტკიცა, რომ დიეტა, რომელიც დიდი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს, აქვეითებს აზროვნებას. შესაბამისად, თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, არ ხართ ისეთი ჭკვიანი, როგორიც უნდა იყოთ.

შაქარი აფერხებს ტვინის მუშაობას, აუარესებს მეხსიერებას, ვერ ახერხებთ კონცენტრაციას, გაიძულებთ
მეცადინეობისას ხშირად დაუშვათ შეცდომები.

გსურთ გახდეთ ჭკვიანი - მიირთვით წითელი თევზი და კაკალი.

პროფესორი ფერნანდო გომეს პინილა ამბობს, რომყველაფერი რასაც ჭამთ, თქვენს ფიქრებსა და აზროვნებაზე მოქმედებს. საკვები - ფრუქტოზისა და გლუკოზის დიდი შემცველობით, დროთაგანმავლობაში აუარესებს თქვენი ტვინის
უნარს - ისწავლოთ და დაიმახსოვროთ ახალი ინფორმაცია.

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ შაქარს დიაბეტამდე მიჰყავხართ. მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები მეტ ყურადღებას ანიჭებენ, თუ როგორ მოქმედებს დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ტვინზე. მათი თქმით რაციონიდან პირველ რიგში უნდა ამოიღოთ არა თვითონ შაქარი, არამედ მისი რაფინირებული ვერსიები - ბავშვის საკვები, ფასტ-ფუდი, გაზიანი სასმელები და საკონდიტრო ნაწარმი. ხოლო გლუკოზას, რომელსაც ხილი შეიცავს არ არის საშიში.

მეცნიერი ამბობს: " თუ თქვენი სამსახური დაკავშირებულია ინტელექტუალურ ძალისხმევასთან, თქვენ მოგიწევთ საბოლოოდ თქვათ უარი ტკბილზე, ჩაანაცვლეთ ის ხილითა და კენკრით. გამონაკლისია შავი შოკოლადი (დარწმუნებულები იყავით, რომ ნატურალურია და ჩვეულებრივ შოკოლადში არ აგერიოთ), რაც არ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.

ამასთან უნდა მიიღოთ მეტი ორაგული, ნიგოზი და ყველაფერი რაც ომეგა-3-ს შეიცავს. გომესი მიიჩნევს, რომ ტკბილეულის წარმოებაზე ისეთივე შეზღუდვები უნდა დაწესდეს, როგორც ალკოჰოლსა და მოსაწევზეა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS