24 ივნისი, 2015
დრენაჟული სასწაულმოქმედი სასმელები გახდომისთვის - ამკვრივებს კანს, დაიკლებთ წონაში
სიმსუქნის ერთ ერთი მიზეზია - სითხის შეკავება ორგანიზმში, და სწორედ ცხიმოვან უჯრედებში. ცხიმოვან ქსოვილს გააჩნია უნარი ღრუბელივით ისრუტავს და აკავებს წყალს. და ეს არა მხოლოდ ზრდის წონას და მოცულობას, არამედ აფერხებს ყველა გაცვლით პროცესებს ორგანიზმში.

მხოლოდ ზედმეტი სითხის გამოსვლის შემდეგ იწყება ცხიმების დაწვა. გარდა ამისა ზედმეტ სითხესთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ტოქსინები და ცხიმების დაშლის პროდუქტები. ამ დროს ცხიმოვან უჯრედებში რეგულირდება გაცვლითი პროცესები და ძლიერდება ცხიმების დაწვა.

გახდომა უნდა დაიწყოთ სწორედ დრენაჟული სასმელების გამოყენებით. ისინი არა
მხოლოდ ამცირებენ მოცულობას, შეშუპებას, არამედ უბრუნებენ კანს სიმკვრივეს, და შედეგად სხეულის კონტურები ხდება უფრო მკაფიო და მოწესრიგებული.

ჩაინიშნეთ დრენაჟული სასმელების რამდენიმე რეცეპტი, რომლებსაც ადვილად მოამზადებთ სახლის პირობებში.

1
. 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 200 გ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათის განმავლობაში თერმოსში. გაწურეთ და მიიღეთ 1-1 ს.კ. დილა-საღამოს.

2
. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და თბილ ნაყენში დაამატეთ 0,5 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.

3.
2 ჩ.კ. კალენდულას დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

4. ბაღის წვრილი მარწყვი და ფოთლები გაახმეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. ნარევის 2 ს.კ. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

დრენაჟული სასმელებით მკურნალობის კურსი შეადგენს 1 თვეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS