23 ივნისი, 2015
პროფესორ ეფიმოვის "ოქროს" რეცეპტი - კურნავს ნევროზს, კანის დაავადებებს, აძლიერებს იმუნიტეტს
სამკურნალო რეცეპტისთვის დაგჭირდებათ წიწვის ხის ბოლოში განლაგებული ახალგაზრდა ტოტები. 30-50 გ. წიწვები (დაახლოებით ერთი მუჭა) მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში, დაამატეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი და 1 ჩ.კ. ძირტკბილას ფესვი (იკითხეთ აფთიაქში).

დაასხით 2 ლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ 2 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი და ისევ ადუღეთ ნახევარი წუთი. გადმოდგით და გადაასხით ნახარში თერმოსში 10-12 საათით.

შემდეგ ისევ დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 1 წუთის განმავლობაში და მერე ისევ გადაასხით თერმოსში
12 საათით. ამის შემდეგ გაწურეთ, კიდევ ერთხელ მიიყვანეთ დუღილამდე და გააცივეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში 1-2 ლიტრი წყლის მაგივრად.

ამ სამკურნალო ელექსირს პროფესორმა ეფიმოვმა "ოქროს" რეცეპტი უწოდა იმის გამო, რომ ის შესანიშნავად შველის უამრავ დაავადებას.

კურნავს ნევროზებს, სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებებს, კარგად წმენდს სისხლს და ღვიძლს. გარდა ამისა ეფექტურად ეხმარება კანის დაავადებებს, განსაკუთრებით ფსორიაზის დროს, აძლიერებს იმუნიტეტს. "ოქროს" რეცეპტის შედეგები გამაოგნებელია!

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS