ვის აქვს სანერვიულო?
მიუხედავად იმისა რომ, ჯერ კიდევ ვერ გამოიკვლიეს თუ რა იწვევს სიმსივნეს, მეცნიერებმა მისი წარმოქმნის რისკის ფაქტორები გამოყვეს.
ესენია:
სქესი. თავის ტვინის სიმსივნე უფრო ხშირად გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში;
ასაკი. თავის ტვინის სიმსივნეს ძირითადად 65-დან 79 წლის ასაკში ვხვდებით;
რასა. ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში რისკის ფაქტორი მეტია, ვიდრე სხვა რასაში;
ეკოლოგიური და პროფესიული რისკის ფაქტორები. გამოსხივებისა და რადიაციული დასხივების შედეგი - თქვენც კარგად გესმით;
სამედიცინო პირობები.
რას უნდა უფრთხილდეთ:
მუდმივი თავის ტკივილები;
მეხსიერების გაუარესება, განსაკუთრებით მაშინ თუ თვალები გემღვრევათ;
უმიზეზოდ ღებინება, მადის დაკარგვა, მოულოდნელად წონაში კლება;
მეხსიერების გაუარესება;
გიჭირთ ტექსტის წაკითხვა და გაგება;
მეტყველების დეფექტი.
პირველ სტადიაზე სიმსივნის სრული განკურნებაა შესაძლებელი.
ნუ დაიტვირთავთ თავს! სტრესი - ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობის პროცესს...
ანა ვერძაძე