21 ივნისი, 2015
თევზის ცხიმი თურმე სულაც არ არის სასარგებლო
რატომ არის ყველა მის სარგებლიანობაში დარწმუნებული?

მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ თევზის ცხიმი სასარგებლოა ბევრი დაავადებისთვის და პირველ რიგში გულისთვის - დიდი დრო გავიდა.

ახალმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს გულის მუშაობისთვის. ზუსტად პლაცებოს მსგავსად მოქმედებს, მხოლოდ მაშინ, როცა გწამთ, სხვა შემთხვევაში არავითარი სარგებელი არ აქვს. ხალხს კი ამის გაგება არ სურს.

გამოკვლევა ჩაუტარდა 12 ათას ადამიანს და პასუხები 2013 წელს ჟურნალში გამოქვეყნდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ თევზის ცხიმი
არ ამცირებს სიკვდილიანობის რისკს, არ არგებს გულს. ის ვერ მოქმედებს ათეროსკლეროზზეც კი.

ეპოქა, როცა ყველას თევზის ცხიმის სამკურნალო თვისებების ღრმად სწამდა - დასრულდა და ადრე თუ გვიან ეს ყველამ უნდა გაიგოს.

ექიმი შტეინი
ამბობს, რომ თევზის ცხიმი საშიშიც კია, თუ ასპირინთან ან სისხლის გამათხელებელ სხვა საშუალებებთან ერთად იღებთ.
სხვა კარდიოლოგების მსგავსად, ექიმი შტეინი გირჩევთ უარი თქვათ პოპულარულ დანამატებზე. რეკომენდაციას იძლევა მათთვის ვისაც გულის დაავადებები აქვს გადატანილი - მიირთვით ცხიმიანი თევზი მინიმუმ კვირაში ორჯერ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS