19 ივნისი, 2015
რძიანას ეფექტური მკურნალობა ჩაის ხის ზეთით
როგორც ცნობილია, რძიანას იწვევს გარკვეული სოკო, რომელიც ნებისმიერი ქალის ორგანიზმშია, მაგრამ აქტიურად გამრავლებას და დისკომფორტის გამოწვევას ის იწყებს მხოლოდ იმუნიტეტის დასუსტების დროს, რომელიც გამოწვეულია გადატანილი დაავადებებით, კლიმატის შეცვლით, სტრესით, დაღლილობით, ავიტამინოზით.

რძიანა ვლინდება უსიამოვნო ქავილით და დამახასიათებელი მოთეთრო გამონადენით. თუ მას არ უმკურნალებთ, ის გადადის ქრონიკულ ფორმაში.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა გადავიდა რძიანას მკურნალობაზე ჩაის ხის ზეთით, ვინაიდან მკურნალობის ეს მეთოდი აბებზე ბევრად ეფექტური
და უსაფრთხოა.

როგორ ვუმკურნალოდ რძიანას ჩაის ხის ზეთით:

სტერილური ბინტისგან გააკეთეთ ტამპონები და ოდნავ დაასველეთ წყლით. ტამპონი არ უნდა იყოს მთლიანად გაჟღენთილი, მხოლოდ ოდნავ დასველებული. ნაყიდი ტამპონები არ გამოდგება! გამოყენებამდე დააწვეთეთ ტამპონს 5-8 წვეთი ჩაის ხის ზეთი. ტამპონი უნდა შეიცვალოთ დღე-ღამეში 2-ჯერ (12 საათში ერთხელ). ჩაის ხის ზეთი საუკეთესო ანტისეპტიკია და წარმატებულად ებრძვის სოკოს.

გამოყენებიდან 10-15 წუთის განმავლობაში გაივლის უსიამოვნო შეგრძნებები, ყველა სიმპტომი კი - უკვე 2-3 დღეში. მიუხედავად ამისა, ავადმყოფობის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობა უნდა გააგრძელოთ 1 კვირის განმავლობაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS