ბროკოლი - ბროკოლი წმენდს სისხლს და დადებითად მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე. შეცდომა - როდესაც საკვებად იყენებთ მხოლოდ ყვავილოვან ნაწილს, როცა ღეროები გაცილებით მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.
რძე - ძროხის რძე აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, მაგრამ ეს არ ეხება უცხიმო რძეს, რადგან ასეთ რძეს ორგანიზმისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
ხორცი და კარამელიზირებული ხახვი - დიახ, ეს ბევრისთვის საყვარელი კერძია,
დარიჩინი - შეცდომა ისაა, რომ დარიჩინს სათანადოდ არ აფასებენ, იყენებენ მხოლოდ ყავისა და დესერტისთვის.
ის ასევე იდეალურია შვრიასთან, შეგიძლიათ დაუმატოთ ჩაის და უბრალო წყალსაც კი. არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობასა და აკონტროლებს მადას.
ნიორი - ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. როგორ მივიღოთ სწორად? ნიორს დაჭყლეტა სჭირდება და არა დაჭრა. ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ 10 წუთით, რათა ნიორმა გამოყოს ყველა სასარგებლო ნივთიერება.
ანა ვერძაძე