19 ივნისი, 2015
მუცლის ტკივილის 7 სახეობა - როგორ გავიგოთ რა გვაწუხებს
1. ტკივილი ცენტრისკენ კუჭის თავთან გასტრიტის მიმანიშნებელია, მაგრამ შეიძლება ბრმანაწლავის ან ინფარქტის სიმპტომიც იყოს (განსაკუთრებით თუ თან ახლავს ტკივილი მარჯვენა ხელში).

2. ტკივილი მარჯვენა ნეკნთან. მწვავე ტკივილი, რომელიც ხასიათდება სიმძიმით, გულისრევის შეგრძნებით, გადაცემითი ტკივილით მარჯვენა ბეჭში, მეტყველებს ნაღვლის ბუშტთან არსებულ პრობლემებზე. ყრუ ტკივილი მადის დაქვეითებით კი მიგვანიშნებს ნაღვლსადენი გზების დისკინეზიაზე, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს ც ჰეპატიტის გამწვავების, A და B მწვავე ჰეპატიტების ან ციროზის დროსაც.

3. ტკივილი მარჯვენა გვერდში წელის დონეზე შეიძლება იყოს გამოწვეული თირკმელების კენჭოვანი დაავადებით ან ანთებითი
პროცესით. გარდა ამისა ეს ასევე შეიძლება იყოს საკვერცხეების ანთების, ბრმანაწლავისა და ოსტეოქონდროზის მიმანიშნებელი.

4. ტკივილი მარცხენა ნეკნთან
უმეტეს შემთხვევაში პანკრეატიტზე მიგვანიშნებს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლდენით კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

5. ტკივილი მუცლის შუა ნაწილში
ხშირად ჩნდება გადაჭარბებული საკვების მიღების დროს, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს დისბაქტერიოზის დროს.

6. ტკივილი ჭიპის ქვევით
შეიძლება მიუთითოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე, მაგრამ ხანდახან ვირუსული ინფექციის შედეგია.

7. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება საშვილოსნოს დანამატების ანთების დროს. გარდა ამისა ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ცისტიტით, ენდომეტრიოზით, გარე ორსულობით ან ჩვეულებრივად შეკრულობით.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS