18 ივნისი, 2015
B ჰეპატიტის მკურნალობა ხალხური საშუალებებით
1. 15 გ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დადგით თბილ ადგილას 1 საათით. შემდეგ გაწურეთ და დაიწყეთ მეორე ნახარშის მომზადება: 15 გ ჭინჭრის ფესვებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და როცა გაცივდება გაწურეთ. ნაყენი და ნახარში აურიეთ ერთმანეთში და სურვილისამებრ დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-ჯერ 30 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი - 1 თვე.

2. 1 ს.კ. არყის ხის კვირტებს დაასხით 0,5
ლ მდუღარე წყალი და დაამატეთ ჩაის კოვზის წვერზე სოდა. დააყენეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 150-150 მლ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი - 1 თვე.

3. 2 ს.კ. არყის ხის ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. ადუღეთ მანამ, სანამ ნახევარი წყალი არ აორთქლდება. შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 2-2 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. ან გამოიყენეთ მეორე ვარიანტი: 1 ს.კ. არყის ხის ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. ადუღეთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და დატოვეთ 1 საათით. გაწურეთ და მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 3 თვე.

4. პირშუშხა გახეხეთ სახეხზე ისე, რომ გამოვიდეს 4 ს.კ. ფაფისებური მასა. დაამატეთ 1 ჭიქა თბილი რძე და დადგით ნელ ცეცხლზე. წამოადუღეთ და 5 წუთის განმავლობაში დადგით დასაყენებლად თბილ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში ერთხელ 4-6 დღის მანძილზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS