13 ივნისი, 2015
რატომ არის შიშველი და ჩახუტებული ძილი სასარგებლო
მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ჩახუტებული ძილი ძალიან სასარგებლოა.

თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მუდმივი პარტნიორი, სასწრაფოდ მოძებნეთ. ისინი, ვინც ძილში ჩახუტებულები არიან, დიდხანს ცოცხლობენ, ნაკლებად იწყენენ და ცხოვრებისგან მეტ სიამოვნებას იღებენ.

ასევე, ქალები, რომელთაც სტაბილური ურთიერთობა აქვთ, სწრაფად იძინებენ და ნაკლებად ეღვიძებათ ღამის განმავლობაში, ვიდრე მათ ვინც მარტოა.

თუმცა ამაზე ნუ შეჩერდებით! მეცნიერება ამბობს, რომ კიდევ უფრო კარგია, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი შიშვლები დაიძინებთ. ეს ზრდის სიახლოვისა და ინტიმურობის შეგრძნებას, ამყარებს თქვენს ურთიერთობას.

1000 გამოკითხულიდან, ქორწინებაში მყოფი ის წყვილები, რომლებსაც შიშველი სძინავთ, ბედნიერნი არიან - 57%. ხოლო ისინი ვინც საცვლით ძილს ამჯობინებენ - 48%. დასკვნები თვითონ გააკეთეთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS