ეს დასკვა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ შავ და ნატურალურ ყავას მიირთმევთ უშაქროდ და ყოველგვარი დანამატის გარეშე.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ვინც ყავას საერთოდ არ სვამს, მეტად აწუხებს გულის დაავადებები, ვიდრე ყავის მოყვარულებს.
რა თქმა უნდა, არავინ გირჩევთ ყავის დალევას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ყავა ნამდვილად კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
რაც შეეხება სიმსივნეს - კვლევამ აჩვენა,
თუ ვინმეს ღვიძლის ცეროზი აქვს - მისთვის ყავა შესანიშნავი წამალია.
სასარგებლოა ასევე, ვისაც ც ჰეპატიტი აწუხებს. ებრძვის პარკინსონსა და ალცგეიმერს. ნაკლებია დიაბეტის საფრთხეც.
სისულელეა მითები, რომ თითქოს ყავა ნაადრევ სიკვდილსა და სხვა რაიმე დაავადებებს იწვევს.
ერთადერთი გამონაკლისია ფეხმძიმე ქალები, სხვა შემთხვევაში ნატურალური, შავი ყავა კი სასარგებლოა. მოერიდეთ მხოლოდ ალტერნატიულ, ხსნად ყავას - ისინი საზიანოა.
ანა ვერძაძე