12 ივნისი, 2015
მოამზადეთ თმის ცვენის საწინააღმდეგი შამპუნი ლიმონითა და ბირკავას ზეთით
ხახვი, თაფლი, ბირკვავას ზეთი, შამპუნი. აურიეთ 1 სუფრის კოვზი ყველა კომპონენტი,შეიზილეთ თმის ძირებში და შემდეგ გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ თბილი ქუდი, გაიჩერეთ 1-2 საათს და ჩამოიბანეთ.

ბირკვავას ზეთი, კაკაო, კვერცხის გული. აიღეთ 3 ს.კ ბირკვავას ზეთი, შეურიეთ 1 ჩ.კ კაკაო, დაუმატეთ 2 კვერცხის გული. თავის კანზე წასმის შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და დაიხურეთ თბილი ქუდი 1 საათით, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

თაფლი, ლიმონის წვენი, ბირკვავას ზეთი. აიღეთ თითოეული 2 სუფრის კოვზი, აურიეთ და გააზავეთ
წყალში ვიდრე თაფლი არ გაიხსნება ბოლომდე. როცა წყალი გაგრილდება, დაუმატეთ 2 კვერცხის გული. შეიზილეთ თავის კანზე, დაიხურეთ ქუდი და გაიჩერეთ 1-2 საათს.

ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ, ეს არა მხოლოდ თმის ცვენას შეგიჩერებთ, არამედ დააჩქარებს თმის ზრდასაც.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS