11 ივნისი, 2015
საუკეთესო რჩევები სახის გასაწმენდად - ლუდისა და მუმიოს სასწაულმოქმედი ნიღბები
გვირილასა და გულყვითელას ნახარშს დაახურეთ და გააჩერეთ 25წუთი. ფურაცილინის 1-2 ტაბლეტი დაფშხვენით და შეურიეთ. ნარევი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ მთელი ღამით. თუ რეგულარულად გაიმეორებთ, უკვე 1 კვირაში სახე გაგიჯანსაღდებათ.

ჩამოსასხმელი ლუდი

უფრო ზუსტად კი, არა თვითონ სასმელი, არამედ ქაფი. წაისვით ლუდის ქაფი სახეზე, როგორც ნიღაბი 15 -20 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ ყოველდღე.

გახეხეთ მჟავე ვაშლი და პირშუშხა, შერეული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ყოველდღე.

მუმიოსა და თაფლის ნიღაბი

5-10 გრ. მუმიო გააზავეთ 1 ჩ.კ წყალში. წყალში გახსენით 1-2 ჩ.კ თაფლი და დაუმატეთ მუმიოც. გაიჩერეთ სახეზე 20-25 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS