სამწუხაროდ შეუძლებელია მხოლოდ თეძოებისა და მუცლის მოშორება. წონაში კლებისას მეტნაკლებად ერთიანად იკლებთ და შესაბამისად მკერდიც გიპატარავდებათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მკერდს დიდი დრო დაუთმოთ, რათა არ დაკარგოს ფორმა და ელასტიურობა. სხვა ორგანოებისგან განსხვავებით მას არ იცავს ძვლები და კუნთები, არამედ მხოლოდ ცხიმის თხელი ფენით, იოგებით და კანით არის დაფარული. ასე რომ, წონაში კლებისას, დეკოლტის ზონის ტონუსისთვის აუცილებელია გამოიყენოთმომვლელი კარგი საშუალებები.
სწორი არჩევანი
მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად, სიმშრალისა და პიგმენტური
სპორტულობა
ფიტნეს-დატვირთვები არაერთმნიშვნელოვნად მოქმედებს მკერდზე. თუკი შესაბამის საცვალს არ შეარჩევთ, ვარჯიშის დროს სარძევე ჯირკვლები მუდმივ მოძრაობაში იქნება და მათი კანი დაკარგავს ელასტიურობასა და ფორმას. დაგჭირდებათ სპეციალური ტოპი, რომელიც კარგად იჭერს მკერდს, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.
შეიძლება თუ არა მკერდის "გავარჯიშება" სპორტულ დარბაზში
ზომას ვერ გაიდიდებთ, მაგრამ მისი ტონუსში მოყვანა ნამდვილად შესაძლებელია. სავარჯიშოები ამ ზონისთვის, ანვითარებს მკერდის კუნთებს. დღეში რამდენიმე აწევა, პლუს რამდენიმე სავარჯიშო განტელებით შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
საფხულის სეზონი
ზაფხულობით, განსაკუთრებით პლაჟზე მკერდს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ფრანგი კოსმეტოლოგები ურჩევენ თავიანთ პაციენტებს - ისევე მოუარონ მკერდს, როგორც სახის კანს უვლიან. გაიწმინდეთ სპეციალური რძით, გამოიყენეთ კრემები და შრატი...
მასაჟი
მკერდის მასაჟირების უამრავი ხერხი არსებობს, მაგრამ უმჯობესია გაიკეთოთ ყოველ დღე, შხაპის მიღებისას ან კრემის წასმის დროს. მოძრაობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ზევით, მასაჟმა მთლიანად უნდა მოიცვას დეკოლტეს ზონა. არ გააკეთოთ უხეში მოძრაობები. წყალი აუცილებლად უნდა იყოს გრილი. ფრანგი კაბარეს მოცეკვავეების კონტრაქტში დღემდე შედის პუნქტი, რომ სცენაზე გასვლის წინ არა ნაკლებ 5 წუთისა, აუცილებლად უნდა დაიმასაჟონ მკერდი ყინულის ნატეხებით.
ანა ვერძაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''