10 ივნისი, 2015
შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
ლუდის სმა ბევრ ოჯახში რიტუალურ ხასიათს ატარებს. მოგეხსენებათ, ყველა ოჯახური ტრადიცია პირდაპირ თუ ირიბად ბავშვზეც აისახება, ხშირად გავმხდარვართ მოწმე, როგორ სთავაზობენ უფროსები (ძირითადად, ხუმრობით) პატარებს ლუდის გასინჯვას.

ბავშვიც გრძნობს, რომ ამით უფროსების საყოველთაო მხიარულებას უერთდება და არასოდეს ამბობს უარს შეთავაზებულზე, მეტიც, ჰგონია, რომ ოჯახში შემოტანილ ყოველი ბოთლიდან მასაც ეკუთვნის რამდენიმე ყლუპი. ცოტა ხანში ყლუპები გრამებამდე იზრდება... უფრო სერიოზულია მოზარდების ლუდით გატაცება, პატარებისგან განსხვავებით, ისინი მშობლის თვალისგან მოფარებულნიც მოახერხებენ მის შეძენას. აქ კი დოზას ვეღარავინ გაუკონტროლებს.

გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამ ლუდში 4 მლ სუფთა ალკოჰოლია. მხედველობაში მიღეთ ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ქიმიური ნივთიერებებიცაა ჩართული. ლუდის სისტემატურად გასინჯვა ბავშვს დროთა განმავლობაში მოთხოვნილებას უჩენს. ეს კი უკვე ალკოჰოლიზმია. სწორედ სპირტის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებით იწყება ეს საშინელი დაავადება, განსაკუთრებით - ბავშვებში.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS