10 ივნისი, 2015
მიწის მსხლის სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებები - წონაში კლება, დიაბეტის მკურნალობა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ქოლეცისტიტი
მიწის მსხალს, იგივე ტოპინამბურს, შემთხვევით არ უწოდებენ მარადიულ კარტოფილს. ის აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას მაღალი წნევის და არითმიის დროს.

გარდა ამისა, ტოპინამბური საუკეათესო შარდმდენი და საფაღარათო საშუალებაა.

ასევე ის წარმატებით გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადებისას. მიწის მსხლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარ თვისებას წარმოადგენს ინულინის შემცველობა, რომელიც ხელს უწყობს გლუკოზის შეთვისებას ადამიანის ორგანიზმში. ამიტომაც არის ის ძალიან სასარგებლო დიაბეტით და პანკრეატიტით დაავადებულ ადამიანებისთვის.

ტოპინამბური გახდომისთვის - ეს შესანიშნავი საშუალებაა წონის დასაკლებად. ინულინი არეგულირებს
ნივთიერებათა ცვლას და ებრძვის ზედმეტ წონას. გასახდომათ აუცილებლად ყოველ დღე ჩართეთ თქვენს რაციონში ტოპინამბურის სალათი. ნაყოფთან ერთად გამოიყენეთ ფოთლებიც. დაჭერით კანიანად წვრილად მიწის მსხალი ფოთლებთან ერთად და მოასხით მცენარეული ზეთი, სალათი მზადაა. არ აურიოთ ეს სალათი სხვა პროდუქტებთან.

მაღალი წნევა - ტოპინამბური გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ. გაწურეთ და მიიღეთ დილით უზმოზე 2 ს.კ. წვენი გაზავებული 2 ს.კ. წყალთან.

დიაბეტის დროს ყოველდღიურად მიიღეთ ახალი ან მოხარშული ტოპინამბური 1 ც. 3-ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე. ასევე ჩართეთ თქვენს რაციონში მისი ფოთლების სალათი. მიიღეთ ხანგრძლივად.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნაწლავების ანთება, გულძმარვა, შეკრულობა - მიიღეთ 2 ს.კ. ახლადდაწურული ტოპინამბურის წვენი 3-ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი - 1 თვე.
პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი - 5 ც. ტოპინამბურის ნაყოფს დაასხით 1 ლ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. ახალი ნაყოფი ადუღეთ 12-15 წუთი, ხოლო გამხმარი - 30 წუთის განმავლობაში. თუ წყალი დააშრა, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 ლ ნახარში დღის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ. კურსი - 2 თვე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნანა
ბაზარში უნდა იკითხოთ, მე ადრე ბაზარში ვნახე
21:22 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგი
სად შეიძლება შევიძინოთ?
17:30 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
იყიდება ამაზონზე
07:15 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
გტხოვტ მაცნობოდ სად იყიდება მიწის მსხალი
19:02 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS