გრძელი და მართკუთხედი

თუ ასეთი ფორმის ფრჩხილი გაქვთ, საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. კარგი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევით და მუდამ სიახლის ძიებაში ხართ. როცა საქმე სამსახურის საქმიანობას ეხება, მოქმედებთ პრინციპით: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". საკითხს ყველა კუთხით განიხილავთ და არც სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მთავარია, უმნიშვნელო დეტალიც კი კარგად განიხილოთ.

დაკვირვებული ადამიანი ხართ. არ გახასიათებთ დაუფიქრებელი ლაპარაკი. გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის და თქვენს აზრსაც ხშირად იზიარებენ. თავად კი შესანიშნავად ერკვევით ადამიანებში და შეიძლება ითქვას, რომ ინსტინქტი არასდროს გღალატობთ. თქვენ მუდამ სიახლისკენ, ახლის შექმნისკენ ისწრაფვით. თქვენი შრომა მუდამ დაფასებულია. ნებისმიერი საქმიანობიდან კი, პირველ რიგში, პრაქტიკული სარგებელი გაინტერესებთ. გიყვართ რთული საქმეების, დავალებების შესრულება.
იხილეთ სრულად