08 ივნისი, 2015
მარტივი პროცედურები ფეხების შეშუპებისა და ტკივილის დროს
1. ძმარი

ტაშტში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ ცოტა საპონი, 1 ჭიქა თეთრი ძმარი და ჩააწყეთ ფეხები. ნახევარი საათის შემდეგ თქვენ განთავისუფლდებით შეშუპებისგან, კანი კი დარბილდება. შეიძლება გამოიყენოთ ასეთი ხერხიც: თბილი წყლის და ძმრის ნაზავში დაასველეთ დოლბანდი ან პირსახოცი, ოდნავ გაწურეთ და შემოიხვიეთ ფეხებზე 20-30 წუთით.

2. სოდა

ტაშტში ჩაასხით თბილი წყალი, გახსენით მასში სოდა და ჩააწყეთ ფეხები 20-30 წუთით. ყოველ 1 ლ წყალზე დაგჭირდებათ 0,5 ჭიქა სოდა.

3. წინდების ეფექტი


ნებისმიერი ლოსიონი და ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში პროპორციით
1:1. ძილის წინ წაისვით ფეხის ტერფებზე და შემოიცვით ბამბის ქსოვილის წინდები. დილით შეშუპება აღარ გექნებათ.

4. შვრიის ფანტელი

შვრიის ფანტელი ("გერკულესი") და ნებისმიერი მცენარეული ზეთი აურიეთ ერთმანეთში პროპორციით 1:2 და წაისვით ფეხებზე. გაიჩერეთ 20-30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ იგრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს ფეხებში.

5. კიტრი

კიტრი გახეხეთ, ფაფა დაიდეთ სქელი ფენით შეშუპებულ ფეხებზე, დააფიქსირეთ სახვევით და გაიჩერეთ 30 წუთი. ან შეიძლება გამოიყენოთ მეორე ვარიანტი: კიტრი დაჭერით მრგვლად, დაიდეთ ფეხებზე და დააფიქსირეთ სახვევით. ეს ხერხი გაგანთავისუფლებთ შეშუპებისგან, მოგიხსნით დაღლილობასა და სიმძიმეს ფეხებში.

6. ყინული

მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა შეშუპებისა და ფეხებში სიმძიმის დროს. ფეხები დააწყეთ სიმაღლეზე და რამდენიმე წუთით დაიდეთ ყინული. ეს დაეხმარება ფეხებიდან ზედმეტი სითხის სწრაფ "ამოტუმბვას".

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თამუნა
საინტერესო რჩევებია,მაგრამ ორსულობისას თუ გამოდგება ასეთი პროცედურები?
16:09 / 27-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS