08 ივნისი, 2015
ელეუტეროკოკის ნაყენის სასწაულმოქმედი თვისებები თმისა და სახის სამკურნალოდ, ნაოჭების შესამცირებლად
ელეუტეროკოკის ნაყენი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მას გააჩნია თვისებები, რომლებიც ძალზე საჭიროა ადამიანისთვის თანამედროვე სამყაროში. პრეპარატი ხსნის დაღლილობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ყურადღებას.

დაავადებების მკურნალობის გარდა ელეუტეროკოკის ნაყენი სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის კანის და თმის მდგომარეობაზე

გამელოტებისა, თმის ზრდის სტიმულირებისთვის და ქერტლის დროს, ყოველი დაბანის წინ 30 წუთით თმის ძირებში შეიზილეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტი.

ცხიმიანი კანის და ფერიმჭამელების დროს ტონიკის მაგივრად გამოიყენეთ ასეთი ხსნარი: 5 წვეთი ელეუტეროკოკის ექსტრაქტი გააზავეთ 1 ს.კ. ანადუღარ წყალში ან მწვანე ჩაიში.
გაიწმინდეთ სახე ამ ხსნარით დილა-საღამოს.

ნაოჭების რაოდენობის შესამცირებლად ხელის გულზე დაიდეთ ცოტაოდენი ღამის კრემი და დაამატეთ 1 წვეთი ელეუტეროკოკის ექსტრაქტი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. გამოიყენეთ ყოველ დღე. თანდათან ნაოჭები გასწორდება, კანი იჭიმება და კორექტირდება სახის ოვალი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სოტა
სად სევიზინო ელეუტეროკოკი?
18:36 / 23-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სად შეიძლება შევიძინოთ.
12:16 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
სად იყიდება ელეუტეროკოკი?
18:01 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS