08 ივნისი, 2015
5 ყველაზე სასარგებლო ხილი გულისთვის
1. ავოკადო - კვლევებმა აჩვენეს, რომ თუ დღეში ავოკადოს პატარა ნაჭერს მაინც შეჭამთ, დაგეხმარებათ სისხლში ქოლესტერინის დაწევაში. გარდა ამისა, ეს ხილი გაჯერებულია ცხიმებით, რაც დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში და მოგიწესრიგებთ ფსიქიკას.

2. ხურმა
- ხურმაც ასევე შეიცავს ვიტამინს, რაც ქოლესტერინის დაწევას უწყობს ხელს. გარდა ამისა ხურმა ორჯერ მეტ მცენარეულ ბოჭკოებსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე ვაშლი.

3. მოცვი -
მოცვის რეგულარული მიღება 40%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ეს ხილი სისხლში ზრდის "კარგი" ქოლესტერინის დონეს.

4. ვაშლი -
ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ვაშლი საუკეთესო საშუალებაა გულის დაავადების განკურნებისთვის. მათ ჩაატარეს დაკვირვება ქალზე, რომელიც ყოველდღიურად მიირთმევდა ვაშლს. შედეგად -"ცუდი" ქოლესტერინის დონემ 23-%-ით იკლო, და "კარგი" ქოლესტერინი 4%-ით გაიზარდა.
ასე რომ, მიირთვით ვაშლი მთელი წლის განმავლობაში და გამოჯანმრთელდით.

5. მარწყვი - თუ სადილისა და ვახშმის შემდეგ დესერტად მიირთმევთ მარწყვს, მოგიხსნით პრობლემებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში ინსულინს, ამცირებს არტერიულ წნევასა და გულის დატვირთვას.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS