მოსამზადებლად ადვილია: ერთ ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ თაფლი და 2 ს.კ ლიმონის წვენი. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე.
2. შვრიის კისელი.
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს. 3 ლიტრიან ქილაში მოათავსეთ 200 გრ. შვრია, დაუმატეთ 0,5 ჭიქა კეფირი, 1 ს.კ არაჟანი, 1,5 ლ წყალი. კარგად შეფუთეთ და შეინახეთ თბილ ადგილას. შემდეგ გადმოიღეთ ქვაბში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დრო და დრო ამოურიეთ. ადუღებამდე გადმოდგით.
3. თაფლი-დარიჩინის სასმელი.
წმენდს ორგანიზმს და გიკარგავთ შიმშილის შეგრძნებას. 0,5 ჩ.კ დარიჩინს დაასხით 200 მგ ადუღებული წყალი.
როცა გაგრილდება, დაამატეთ 1 ჩ.კ თაფლი და გააჩერეთ მაცივარში 2 საათით. მიიღეთ ღამით და დილას უზმოზე.
ანა ვერძაძე