07 ივნისი, 2015
სქელი, გრძელი და ჯანსაღი წამწამების რეცეპტი
პირველი და მთავარი წესია, რომ ყოველდღიურად გაიწმინდოთ წამწამები ტუშისგან.

წამწამების დაგრძელებასა და გახშირებაში დაგეხმარებათ აბუსალათინის ზეთი - სასწაულებს ახდენს. წაისვით ყოველდღიურად, საღამოობით.

უფრო სწრაფი ზრდისთვის ბირკავას და აბუსალათინის ზეთები შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით.

სქელი და რბილი წამწამებისთვის ასევე კარგია მცენარეული კომპრესები, მაგალითად გულყვითელას ან შავი ჩაის ნაყენი. კომპრესის გაკეთება აუცილებელია 1-2-ჯერ კვირაში- გაიჩერეთ 15-20 წუთით.

გამოიყენეთ მხოლოდ ახალი ტუში, ყურადღება მიაქციეთ მის ვადას.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ტუში, როცა მელანი გაშრება. ეს ცუდად აისახება როგორც
თვალებზე ისე წამწამებზე.

მაგრამ გახსოვდეთ! ყველაზე მთავარია,წამწამების სისტემატური მოვლა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS