06 ივნისი, 2015
ქალმა ლამაზად გათხოვებისთვის 38 კილოგრამი დაიკლო
ბევრი გოგონა ოცნებობს დაუციწყარ ქორწილზე, თუმცა ყველა არ არის მზად, ამ "დიდი დღისთვის" სხვა ადამიანად გადაიქცეს. საქმე ეხება არა მხოლოდ სამოსს, მაკიაჟსა და ვარცხნილობას. როდესაც ბრიტანელ კლერ კროუტერს საყვარელმა ადამიანმა ხელი სთხოვა, გოგონამ დაიფიცა, რომ გახდებოდა და სასურველ კაბასაც ჩაიცვამდა. მართლაც, იმდენი ივარჯიშა, ნამდვილ ფიტნეს-პრინცესად იქცა.

მის მეგობრებს და მის მიჯნურსაც კარად ახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა და როგორ ცხოვრობდა, როცა ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა დედა იყო. სამუშაოსგან დაღლილი, ბევრი პრობლემით, ცოტა დროს უთმობდა საკუთარ თავს. თავისუფალ დროს
პუტკუნა კლერი, რომელიც ბებიაქალობას სწავლობდა, ტელევიზორთან იჯდა, პიცითა და ნაყინებით. მისი გოგონა მოლის მენიუც ამავე "დელიკატესებისგან" შედგებოდა. ახლა იხსენებს, რომ ყოველი მორიგი სტრესის თუ უბრალო ღელვის დროს საკვებს დასწვდებოდა, საყვარელ ფუნთუშას თუ ჰამბურგერს, და ასე ებრძოდა პრობლემებს. აი, როგორი იყო მანამდე.

mshoblebi

როდესაც კლერი სტივენს შეხვდა, დიდხანს არ უშვებდა ახლოს – ეჩვენებოდა, რომ ეს სიმპათიური მამაკაცი დასცინებდა, გულს გაუტეხავდა. თუმცა ანდ დაუმტკიცა, რომ მართლა უყვარდა, ერთ დღეს კი, ხელიც სთხოვა. კლერი ამ წინადადებასაც სტრესუთ შეხვდა – 160-სანტიეტრიანი სიმაღლისა 90 კილოგრამს იწონიდა და ვერ წარმოედგინა თავი ლამაზ პატარძლად. მიუხედავად იმისა, რომ სტივენს არასდროს მიუნიშნებია მის გარეგნობაზე და არც ურჩევია ოდესმე, გახდიო, კლერმა მაინც გადაწყვიტა, რომ ცოტა უნდა მოსულიყო ფორმაში. 

იხილეთ სრულად (+ ფოტოები)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS