05 ივნისი, 2015
როგორ მოვუაროთ დაზიანებულ ღვიძლს - 5 ოქროს წესი
ღვიძლი მდებარეობს ნაღვლის ბუშტთან - ის ერთგვარი გადამამუშავებელი ქარხანაა და ღამითაც შეუწვეტლივ მუშაობს: წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და აგროვებს მათ ნაღველში.

1. შეძლებისდაგვარად ისაუზმეთ დილით 7 საათზე, სხვა შემთხვევაში ნაღველი შეფერხდება.

2. პირველ საუზმეზე შეგიძლიათ დალიოთ 1-2/1-3 ჭიქა ასკილის ნახარში ან უბრალოდ ჩაი.

3. ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირება და სანაღვლე გზები ხელს უწყობს მრავალჯერად კვებას: ორგანიზმი ასუფთავებს ნაღველს ყოველ 2 საათში, მაგრამ მხოლოდ საჭმლის მონელებისას.

4. ბევრი ჭამა არ არის აუცილებელი - საკმარისია მიირთვათ გახუხული პური, კაკალი,
ვაშლი, ქიშმიში. ასეთი დიეტა ანადგურებს ქვებს და ნაღვლის ბუშტიდან გამოდევნის ქვიშას.

5. გამტარიანობა და ნაღვლის მილების მოწესრიგება ხდება ეგრეთწოდებული სამედიცინო ზონდის საშუალებით, ტიუბაჟით, მაგრამ ერთი დღით ადრე, დღის მეორე ნახევარში მკვეთრად უნდა შეზღუდოთ სითხის მიღება.

მეორე ხერხი:

- 1 ჭიქა ცხელ რძეს შეურიეთ 0,5ლ კეფირი, დაუმატეთ 1 ჭიქა ხაჭო. დალიეთ მიღებული მასის 2/3-1 ჭიქა. დაწექით 40-60 წუთის მანძილზე და მუცელზე, მარჯვენა მხარეს დაიდეთ სათბური. 10 წუთის შემდეგ კვლავ დალიეთ იგივე რაოდენობის მასა და იწექით კიდევ 40 წუთი. ამ დღეს მიირთვით მხოლოდ ხაჭო.

- ლოგინიდან ადგომის გარეშე, შეჭამეთ 1 კ თაფლი და დალიეთ ½ ჭიქა თბილი წყალი. ფრთხილად გადმობრუნდით მარჯვენა მხარეს და მიირთვით კიდევ 1 კ თაფლი და დალიეთ 1/2 ჭიქა ცხელი წყალი. 10-12 წუთის შემდეგ კვლავ დალიეთ ცხელი წყალი. იწექით სათბურით, მარჯვენა მხარეს 50-60წუთის მანძილზე.
- ამ პროცედურებისას ყოველი მოძრაობა ფრთხილი უნდა იყოს.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გია
ვისაც ნაღველი არ გვაქვს?
17:00 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS