05 ივნისი, 2015
როგორ გავიუმჯობესოთ ძილი და როდის უნდა ვთქვათ უარი ყავაზე
მოემზადეთ ძილისთვის სათანადოდ:

ეცადეთ არ იმუშაოთ და არ ისარგებლოთ ინტერნეტით ძილის წინ. სამუშაო და ინტერნეტის მოხმარება თქვენს აზროვნებას შეუნარჩუნებს მაღალ აქტივობას, ამიტომ დაძინება გაგიჭირდებათ.

იმისთვის, რომ კარგად დაისვენოთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ ორგანიზმის დატვირთვა.

უარი თქვით ყავაზე დაძინებამდე 4 საათით ადრე.

ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. დაგეძინებათ, თუმცა ვერ გამოიძინებთ ღრმა ძილით.

არ გამოიყენოთ საძილე აბები. ის დაგეხმარებათ დაძინებაში, მაგრამ ვერ დაიძინებთ ღრმა ძილს და მასზე დამოკიდებულს გაგხდით.

ნუ ივარჯიშებთ ძილის წინ. აქტიური ფიზიკური დატვირთვა დაძინებამდე 1-2 საათით ადრე,
მასტიმულირებელია და ზრდის სხეულის ტემპერატურას. იმისთვის, რომ კარგად გამოიძინოთ უკეთესია სპორტით დაკავდეთ დილით, დღისით ან ადრიან საღამოს.

დასაძინებლად დაწექით მხოლოდ მაშინ, როცა დაღლილობას გრძნობთ, თქვენი ტვინისთვის საწოლი ძილთან ასოცირდება.

თუკი დაძინებას ცდილობთ, დაღლილობას კი არ გრძნობთ, თქვენ ტყუილად ხარჯავთ დროს.
არ წაიკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS